12:34 - 27 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-06-25 18:06:33, 1263 ნახვა

კომენტარი
კალაძე: ჩვენ ქვეყანაში სრულად არის დაცული ტურისტების უსაფრთხოება, მათ შორის, რუსი ტურისტების

დედაქალაქის მერი ბოლო პერიოდში ქვეყანაში განვითარებულ მოვლენებს კიდევ ერთხელ გამოეხმაურა და მედიის დასმულ შეკითხვებს უპასუხა. 

კახა კალაძის განცხადებით, ქართველი ერი ტოლერანტი ერია, რომელსაც მასპინძლობა არასდროს შეშლია. მისივე თქმით, ქართული საზოგადოება ოკუპაციას გონიერებით და განათლებით უნდა დაუპირისპირდეს და არა ემოციით, რომელიც ისევ მას დააზარალებს.  

„მე, როგორც დედაქალაქის მერმა, ძალიან კარგად ვიცი, თუ როგორ ვითარდებოდა ზოგადად ტურიზმი თბილისში. ვიცი, თუ რამდენად მნიშვნელოვანია ამ სექტორის წინსვლა და განვითარება, რამდენად მნიშვნელოვანია, რომ ყოველწლიურად მეტი და მეტი ტურისტი ჩამოდიოდა საქართველოში და ეს ტენდენცია მზარდი იყო. ამის პარალელურად მეტი სასტუმრო შენდებოდა, მეტი ჰოსტელები ჩნდებოდა, მეტი კაფე-ბარები ჩნდებოდა. ეს ძალიან ბევრ ადამიანს აძლევდა დასაქმების შესაძლებლობას და იყო მათი შემოსავლის წყარო. რა თქმა უნდა, რუსეთის გადაწყვეტილება, რომელიც მოვისმინეთ, არის ძალიან ცუდი, სამწუხაროა. მინდა ყველამ იცოდეს, რომ ქართველი ხალხი ეროვნული ნიშნით არანაირი ფობიებით არ გამოირჩევა არცერთი ხალხის მიმართ და ამის დამადასტურებელი ის მრავალსაუკუნოვანი ტოლერანტული ტრადიციებია, რომელიც გვაქვს. ტურისტების უსაფრთხოებაზე იყო საუბარი და მინდა აღვნიშნო, რომ ტურისტების უსაფრთხოება ჩვენს ქვეყანაში დაცულია, მათ შორის რუსი ტურისტების. მათ არანაირი პრობლემა არ შეექმნებათ, შეუძლიათ ჩამობრძანდნენ. ჩვენ ოკუპაციას გონიერებით უნდა ვებრძოლოთ, განათლებული, ჭკვიანი ხალხი ვართ ქართველები და არ უნდა გავაკეთოთ ისე, რომ ისევ ჩვენ დავზიანდეთ. იმას, რომ ჩვენი ქვეყნის 20% ოკუპირებულია, განათლებით, გონიერებით, ეკონომიკური წინსვლით უნდა ვებრძოლოთ”, - აღნიშნა კახა კალაძემ.

 

(NS)





ავტორი: ლუკა ცარციძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2019 წლიდან


სოციალური ქსელები
ქართველი დიპლომატები და საზოგადოება რუსეთის მიერ საქართველოს ოკუპირებულ რეგიონების ანექსიური პროცესებისა და უსაფრთხოების რისკების გაძლიერებასთან დაკავშირებით საერთაშორისო პარტნიორებს მიმართავს
უკრაინამ ვოლგოგრადში მდებარე „ისკანდერის“ სარაკეტო ქარხანას „ფლამინგოს“ რაკეტები დაარტყა
დროა: როდესაც ხოშტარია არ არის გადაყვანილი სამოქალაქო კლინიკაში, ეს სადამსჯელო ოპერაციაა
სააკაშვილი: ზურაბიშვილი საქართველოს ისტორიაში ყველაზე ცუდი საგარეო საქმეთა მინისტრი იყო
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics