|
2019-06-24 13:55:29, 1177 ნახვა
პოლიტიკა
როგორ დაკომპლექტდებოდა 2016 წელს პარლამენტი უბარიერო, პროპორციული წესის პირობებში
კოალიცია „დამოუკიდებელი და გამჭვირვალე მართმსჯულებისთვის“ წარმომადგენელი, გიორგი მშვენირაძე განმარტავს, თუ როგორ დაკომპლექტდებოდა 2016 წელს პარლამენტი უბარიერო, პროპორციული წესის პირობებში. ამის შესახებ მშვენიერაძემ facebook-ის საკუთარ გვერდზე დაწერა. „მეგობრებო, როგორც ყველაფერს აქვს დადებითი და უარყოფითი მხარეები, ისე აქვს პროპორციული არჩევნების ნულოვან ბარიერს. საქართველოში სხვადასხა დროს სხვადასხვა ბარიერი არსებობდა. მაგალითად, ბარიერი რომ არ ყოფილიყო წინა საპარლამენტო არჩევნებზე და ყოფილიყო სრულად პროპორციული, პარლამენტში მივიღებდით დაახლოებით შემდეგ კონფიგურაციას: პაატა ბურჭულაძე- სახელმწიფო ხალხისთვის - 5 მანდატი; „ნაციონალური მოძაობა-ევროპული საქართველო“ - 40 მანდატი; ნინო ბურჯანაძე - 5 მანდატი; „რესპუბლიკელები“ - 2 მანდატი; „პატრიოტები“ - 8 მანდატი; „ლეიბორისტები“ - 5 მანდატი; „მრეწველები“ - 1 მანდატი; „ეროვნული ფორუმი“ - 1 მანდატი; „თავისუფალი დემოკრატები“ - 7 მანდატი; „ქართული ოცნება“ - 73 მანდატი. 3 მანდატის გადანაწილდება დამოკიდიებული იქნებოდა „ბონუსის“ ფორმულაზე“, - წერს მშვენიერაძე.
ვინ არის გენერალ-მაიორი მიხაილო დრაპატი, უკრაინის შეიარაღებული ძალების ახალი მეთაური
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
Wildberries-ის საწყობის ხანძრის შედეგად მიყენებულმა ზარალმა რუსეთის 53 რეგიონის წლიურ ბიუჯეტს გადააჭარბა
რეჟიმი სუს-ის იუბილის აღსანიშნავად 80 ათას ლარს უტენდეროდ დახარჯავს
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
რუსეთმა ოდესასთან ახლოს თურქულ გემს დაარტყა, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაიღუპა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)