|
2019-06-23 13:13:14, 1176 ნახვა
პოლიტიკა
გავრილოვი: სანამ საქართველოს ხელისუფლება ბოდიშს არ მოუხდის რუსეთს, იქ წასვლა არ ღირს
"სანამ საქართველოს ხელისუფლება ბოდიშს არ მოუხდის რუსეთს, იქ წასვლა არ ღირს", - ამის შესახებ ანტიქართული განწყობის მქონე რუსმა დეპუტატმა, რომელიც თბილისში იმყოფებოდა, სერგეი გავრილოვმა ტელეკომპანია НТВ-ეთერში განაცხადა. გავრილოვის თქმით, თბილისში არეულობა ექსტრემისტებბმა დაიწყეს. "ეს ყველაფერი დამოკიდებულია ხელისუფლებაზე. ახლა მთავარი პრობლემა უძლურობაა, დეზორგანიზება ხელისუფლების, რომელიც დაიწყეს ექსტრემისტებმა, ნაცისტებმა და მხარი დაუჭირეს მათ ლოზუნგებს. მანამ, სანამ საქართველოს ოფიციალური ხელისუფლება არ აღადგენს წესრიგს, არ მოუხდის ბოდიშს რუსეთს და ყველა რუსს, საერთაშორისო თანამეგობრობის, მართლმადიდებლობის საპარლამენტთაშორისო ასამბლეას, მსოფლიოს ბევრი ქვეყნის პარლამენტარს ამ ძალადობისთვის, შექმნილი საფრთხისთვის და ფიზიკური ძალადობისთვის - მე ვფიქრობ, იქ წასვლა არ ღირს".
ვინ არის გენერალ-მაიორი მიხაილო დრაპატი, უკრაინის შეიარაღებული ძალების ახალი მეთაური
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
Wildberries-ის საწყობის ხანძრის შედეგად მიყენებულმა ზარალმა რუსეთის 53 რეგიონის წლიურ ბიუჯეტს გადააჭარბა
რეჟიმი სუს-ის იუბილის აღსანიშნავად 80 ათას ლარს უტენდეროდ დახარჯავს
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
რუსეთმა ოდესასთან ახლოს თურქულ გემს დაარტყა, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაიღუპა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ლუკა ცარციძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2019 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)