|
2019-06-22 15:53:54, 1135 ნახვა
პოლიტიკა
„ვცდილობთ მივიღოთ სრულყოფილი ინფორმაცია“ - აბაშიძე პუტინის განკარგულებას ეხმაურება
პრემიერ-მინისტრის სპეციალური წარმომადგენელი რუსეთთან ურთიერთობის საკითხებში ზურაბ აბაშიძე რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტის, ვლადიმერ პუტინის იმ განკარგულებას ეხმაურება, რომლის თანახმად, საქართველოსთან ავიამიმოსვლა დროებით შეჩერდება. აბაშიძის ინფორმაციით, ამ ეტაპზე მიმდინარეობს მუშაობა, რათა ამ გადაწყვეტილებაზე სრულყოფილი ინფორმაცია შეგროვდეს. „ამ ეტაპზე ჩვენ ვცდილობთ მივიღოთ სრულყოფილი ინფორმაცია აღნიშნული გადაწყვეტილების თაობაზე, შესაბამისი ანალიზისა და დასკვნებისთვის. ამის შემდეგ გავაკეთებთ უფრო ვრცელ კომენტარს. რა თქმა უნდა, ჩვენი მთავარი ამოცანაა, დავიცვათ ქვეყნის სუვერენიტეტი და ყველა მოქალაქის ინტერესები. ავაცილოთ მათ სერიოზულ საკითხებზე ნაჩქარევი გადაწყვეტილებების მიღების საფრთხე. ამჯერად ამ კომენტარით შემოვიზღუდოთ და მოგვიანებით უფრო ვრცლად გავისაუბროთ“, - განაცხადა ზურაბ აბაშიძემ „რუსთავი 2“-თან სატელეფონო საუბარში. შეგახსენებთ, რომ რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა ბრძანება გამოსცა, რომლის მიხედვითაც, რუსულ ავიაკომპანიებს 2019 წლის 8 ივლისიდან რუსეთიდან საქართველოს ტერიტორიაზე ფრენების განხორციელება აუკრძალა. პუტინი აცხადებს, რომ 2019 წლის 8 ივლისიდან რუსულ ავიაკომპანიებს, მათ შორის კომერციულებს დროებით ეკრძალებათ რუსეთის ფედერაციიდან საქართველოს მიმართულებით ფრენა. პუტინი მთავრობას ავალებს, საქართველოში დროებით მყოფი რუსეთის მოქალაქეები ქვეყანაში დააბრუნონ. ამასთან, მან დაავალა ტუროპერატორებს, აკრძალვის პერიოდში არ გასცენ საგზურები რუსეთიდან საქართველოს მიმართულებით.
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
Wildberries-ის საწყობის ხანძრის შედეგად მიყენებულმა ზარალმა რუსეთის 53 რეგიონის წლიურ ბიუჯეტს გადააჭარბა
რეჟიმი სუს-ის იუბილის აღსანიშნავად 80 ათას ლარს უტენდეროდ დახარჯავს
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
რუსეთმა ოდესასთან ახლოს თურქულ გემს დაარტყა, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაიღუპა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)