|
2019-06-21 17:52:17, 1199 ნახვა
პოლიტიკა
გავრილოვი მოითხოვს, რომ თბილისში განვითარებული მოვლენების გამოძიებაში რუსეთიც ჩაერთოს
მოსკოვი მიიჩნევს, რომ თბილისში მომხდარი მოვლენების გამოძიებაში რუსეთიც უნდა ჩაერთოს, - ამის შესახებ ანტიქარტული შეხედულებების მქონე, რუსმა დეპუტატმა სეგეი გავრილოვმა ჟურნალისტებს განუცხადა. გავრილოვის თქმით, რუსეთი საქართველოს შიდა საქმეებში არ ერევა, თუმცა დეპუტატების წინააღმდეგ განხორციელებული აგრესიის ფაქტები უნდა გამოიძიონ. "ჩვენ, რა თქმა უნდა, უნდა მივიღოთ მონაწილეობა ამ ინციდენტების გამოძიებაში. ჩვენ არ ვერევით საქართველოს შიდა საქმეებში და ძალაუფლების დესტაბილიზაციის მცდელობებში, მაგრამ აგრესიული და საზიანო ქმედებები რუსეთის ფედერაციის მისამართით, რა თქმა უნდა, უნდა იყოს გამოძიებული", - აღნიშნა რუსმა დეპუტატმა. გავრილოვმა იმედი გამოთქვა, რომ საქართველოს ხელისუფლება გამოავლენს და დასჯის თბილისში განვითარებული მოვლენების პასუხისმგებელ პირებს. მანვე დასძინა, რომ მოსკოვი მზად არის ამაში მონაწილეობა მიიღოს. "მიმაჩნია, რომ ჩვენმა ქმედებებმა გავლენა არ უნდა მოახდინოს ჩვენს ხალხებსა და ეკლესიებს შორის კეთილმეზობლობის და პატივისცემის ზრდაზე, რადგან, სწორედ უერთიერთობების დაბლოკვა არის ექსტრემისტების მიზანი, რომლებმაც დაიწყეს გადატრიალების ეს მცდელობა და გამოიყენეს მართლმადიდებლობის საპარლამენტთაშორისო ფორუმი, როგორც საბაბი", - განაცხადა გავრილოვმა.
ვინ არის გენერალ-მაიორი მიხაილო დრაპატი, უკრაინის შეიარაღებული ძალების ახალი მეთაური
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
Wildberries-ის საწყობის ხანძრის შედეგად მიყენებულმა ზარალმა რუსეთის 53 რეგიონის წლიურ ბიუჯეტს გადააჭარბა
რეჟიმი სუს-ის იუბილის აღსანიშნავად 80 ათას ლარს უტენდეროდ დახარჯავს
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
რუსეთმა ოდესასთან ახლოს თურქულ გემს დაარტყა, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაიღუპა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ლუკა ცარციძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2019 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)