|
2019-06-21 14:15:23, 1212 ნახვა
პოლიტიკა
მარგველაშვილი: მოვუწოდებ ჩემს ყოფილ თანამებრძოლებს „ოცნებიდან“, გაემიჯნონ ძალადობას
„მინდა მოვუწოდო ჩემს ყოფილ თანამებრძოლებს „ქართული ოცნებიდან“, გაემიჯნონ ამ ძალადობას, გაემიჯნონ ქართველი ახალგაზრდების, პატრიოტების ქუჩაში დევნას“, - ამის შესახებ საქართველოს მეოთხე პრეზიდენტმა, გიორგი მარგველაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა. როგორც ექს-პრეზიდენტმა აღნიშნა, საქართველო არასდროს შეეგუება რუსეთის დადგმულ სცენებს პარლამენტში. „დღეს, არ შემეძლო აქ არ მოვსულიყავი, სადაც 30 წლის წინ, რუსეთის იმპერიის ინტერესებიდან გამომდინარე დაიღვარა ქართველი ახალგაზრდების სისხლი. გუშინ ღამეც აქ დაიღვარა ქართველი ხალხის სისხლი და მიზეზი იყო რუსეთის იმპერიის ინტერესების დაცვა. 30 წლის წინ აქ იდგნენ მილიციელები და ისინი იცავდნენ დემონსტრანტებს. ჩვენ დღემდე მათი მადლობელი ვართ. დღეს როგორც არ უნდა განვითარდეს პოლიტიკური მოვლენები, მე მინდა ვთხოვო ჩვენს პოლიციას, აღარ იძალადოს ჩვენს მოქალაქეებზე, იმ ახალგაზრდებზე ვინც იცავენ საქართველოს სუვერენიტეტს. მინდა მოვუწოდო ჩემს ყოფილ თანამებრძოლებს „ქართული ოცნებიდან“, გაემიჯნონ ამ ძალადობას, გაემიჯნონ ქართველი ახალგაზრდების, პატრიოტების ქუჩაში დევნას, სროლას და გამოყენებას ისეთი იარაღის, რის შედეგადაც დღეს ასობით ადამიანი არის დაზარალებული. გამოვხატავ ჩემს დარდს ყველა იმ ადამიანის მიმართ, ვინც დაზარალებულია. მე არ ვაყენებ პოლიტიკურ მოთხოვნებს. მიმაჩნია, რომ დღეს მთავარია იმ ღირებულების დაცვა, რომ საქართველო რუსეთს არ მიიღებს, საქართველო არ შეეგუება რუსეთის ოკუპაციას, ქართული საზოგადოება არ შეეგუება რუსეთის დადგმულ სცენარებს პარლამენტში“, - აღნიშნა ყოფილმა პრეზიდენტმა.
ვინ არის გენერალ-მაიორი მიხაილო დრაპატი, უკრაინის შეიარაღებული ძალების ახალი მეთაური
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
Wildberries-ის საწყობის ხანძრის შედეგად მიყენებულმა ზარალმა რუსეთის 53 რეგიონის წლიურ ბიუჯეტს გადააჭარბა
რეჟიმი სუს-ის იუბილის აღსანიშნავად 80 ათას ლარს უტენდეროდ დახარჯავს
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
რუსეთმა ოდესასთან ახლოს თურქულ გემს დაარტყა, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაიღუპა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)