|
2019-06-21 13:50:03, 1110 ნახვა
პოლიტიკა
პრემიერი: „ოცნება“ არ იყენებს რეზინის ტყვიებს, ეს არ არის ჩვენი ხელწერა
„ოცნება“ არ იყენებს რეზინის ტყვიებს, ეს არ არის ჩვენი ხელწერა, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა, მამუკა ბახტაძემ ჟურნალისტებს განუცხადა. როგორც პრემიერმა აღნიშნა, რეზინის ტყვიებს წინა ხელისუფლება იყენებდა მხოლოდ. მისივე თქმით, მიმდინარე გამოწვევას ხელისუფლება ღირსეულად დაძლევს. „მე მსურს ხაზი გავუსვა კიდევ ერთ მტკიცებულებას, რატომ არის ეს პროვოკაცია. თქვენ თვითონ შეგიძლიათ, ნახოთ სოციალურ ქსელებში თუ „ნაციონალური მოძრაობის“ მიერ მართულ მედიაში, რა ინფორმაციები ვრცელდება, რომ ჩვენ ვიყენებთ რეზინის ტყვიებს, სხვადასხვა ტიპის გაზს და ა.შ. მეგობრებო ეს „ქართული ოცნების“ ხელწერა არასდროს არ ყოფილა და არც არასდროს არ იქნება, როდესაც ჩვენ ვსაუბრობთ ჩვენს მშვიდობიან მოქალაქეებზე. ეს იყო ერთადერთი ადამიანის მიხეილ სააკაშვილის ხელწერა რითაც ის დაამახსოვრდა ქართულ საზოგადოებას. ეს არის კიდევ ერთი ნიშანი, რომ ის დეზინფორმაციის კამპანია რაც დღეს მიმდინარეობს, რაც უსწრებდა დღევანდელ დღეს, ეს ყველაფერი არის საერთო პროვოკაციის ნაწილი. მე მინდა, დავარწმუნო საქართველოს თითოეული მოქალაქე, რომ მეგობრებო, ჩვენ თქვენთან ერთად ამ გამოწვევას ღირსეულად გავუმკლავდებით ისე, რომ ქართული სახელმწიფო ქართული დემოკრატია გამოვიდეს კიდევ უფრო გაძლიერებული“, - განაცხადა მამუკა ბახტაძემ. აღსანიშნავია, რომ გუშინ რუსთევლზე მიმდინარე აქციის დროს ათობით მოქალაქე დაზინდა, რამდენიმე მათგანმა თვალი დაკარგა და ზოგს ქირურგიული ჩარევაც კი დასჭირდა.
ვინ არის გენერალ-მაიორი მიხაილო დრაპატი, უკრაინის შეიარაღებული ძალების ახალი მეთაური
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
Wildberries-ის საწყობის ხანძრის შედეგად მიყენებულმა ზარალმა რუსეთის 53 რეგიონის წლიურ ბიუჯეტს გადააჭარბა
რეჟიმი სუს-ის იუბილის აღსანიშნავად 80 ათას ლარს უტენდეროდ დახარჯავს
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
რუსეთმა ოდესასთან ახლოს თურქულ გემს დაარტყა, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაიღუპა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)