23:19 - 21 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-06-20 22:11:44, 902 ნახვა

პოლიტიკა
აქციის მონაწილეები ბარიკადებს შლიან - რამდენიმე პირი შეუძლოდ გახდა

პარლამენტის მიმდიბარე ტერიტორიაზე, სადაც საპროტესტო აქცია მიმდინარეობს, მოქალაქეებმა პოლიციის მიერ დადგმული ბარიკადების დაშლა დაიწყეს.

რუსთაველის გამზირზე ვითარება უკიდურესად დაძაბულია. დაპირისპირება აქციის მონაწილეებსა და პოლიციას შორის მას შემდეგ დაიწყო რაც, მოქალაქეებმა პარლამენტის შენობაში შესვლა სცადეს. 

ადგილზე შინაგან საქმეთა მინისტრი გიორგი გახარიაც მივიდა, თუმცა მას კომენტარი ამ დროისთვის არ გაუკეთებია. 

მოქალაქეები შენობაში შეღწევას ისევ ცდილობენ, თუმცა პოლიცია მათ ამის საშუალებას არ აძლევს. აღსანიშნავია, რომ დაპირისპირების დროს, რამდენიმე ადამიანი შეუძლოდ გახდა, მათ შორის "ნაციონალური მოძრაობის" წევრი ხატია დეკანოიძე. 

ადგილზე სამედიცინო დახმარების ჯგუფებია მობილიზებული. 





ავტორი: ლუკა ცარციძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2019 წლიდან


სოციალური ქსელები
რეჟიმი სუს-ის იუბილის აღსანიშნავად 80 ათას ლარს უტენდეროდ დახარჯავს
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
7-8 საათის განმავლობაში თბილისში თვის ნორმაზე 1.5-ჯერ მეტი ნალექი მოვიდა – სააგენტო
გახარია: ოკუპაცია არ შეიძლება გახდეს ვაჭრობის საგანი და ანექსია - ნორმა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics