|
2019-06-20 19:41:55, 1165 ნახვა
პოლიტიკა
კარასინი: შეშფოთებულები ვართ საქართველოს რადიკალური პოლიტიკური ძალების ქმედებებით
რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე გრიგორი კარასინი საქართველოში რუსი დეპუტატის სერგეი გავრილოვის ვიზიტის ირგვლივ განვითარებულ მოვლენებს ეხმაურება. როგორც კარასინმა აღნიშნა, ოფიციალური მოსკოვი საქართველოს რადიკალური პოლიტიკური ძალების წარმომადგენლების ქმედებებით, რის გამოც თბილისში მართლმადიდებლობის საპარლამენტთაშორისო ასამბლეის მუშაობა ჩაიშალა, შეშფოთებულია. „მოსკოვი შეშფოთებით აკვირდებოდა მართლმადიდებლობის საპარლამენტთაშორისო ასამბლეის მუშაობის გარშემო მიმდინარე მოვლენებს. საქართველოს რადიკალური პოლიტიკური ძალების წარმომადგენლებმა მნიშვნელოვანი საერთაშორისო ფორუმი, რომელიც მსოფლიოს მართლმადიდებელ ქვეყნებს აერთიანებს, საკუთარი ანტირუსული განწყობების გავრცელებისთვის გამოიყენეს. მათი აგრესიული ქმედებების გამო 25 ქვეყნის დეპუტატებს მუშაობის დროზე ადრე დასრულება მოუწიათ. მიუხედავად ამისა, კრემლი მზად არის, რუსეთ-საქართველოს ურთიერთობების ნორმალიზების კურსი გააგრძელოს, რომელიც ორივე ქვეყნის ხალხების ინტერესებში შედის", - განაცხადა კარასინმა.
შსს: ხორავას ქუჩაზე 4 პირი დაჭრეს, ერთ-ერთი არასრულწლოვანი კლინიკაში გარდაიცვალა
იუმორისტ ონისე ოქრიაშვილს სახლთან 3 პირი ფიზიკურად გაუსწორდა
თბილისში, ვერაზე სროლა იყო - არსებული ინფორმაციით, დაჭრილია 3 ახალგაზრდა
ოლიგარქის სასამართლომ ევროკავშირისა და დასავლელი დიპლომატებისთვის „საბოტაჟის“ საქმეზე დასწრება აკრძალა
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
რუსეთმა ოდესასთან ახლოს თურქულ გემს დაარტყა, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაიღუპა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ლუკა ცარციძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2019 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)