|
2019-06-20 17:48:44, 1127 ნახვა
პოლიტიკა
დეკანოზი ჯაღმაიძე - გავრილოვმა საპატრიარქოს განუმარტა, რომ საქართველოს წინააღმდეგ ხელში იარაღი არასოდეს აუღია
საპატრიარქოს პრესსპიკერი დეკანოზი ანდრია ჯაღმაიძე მართლმადიდებლობის საპარლამენტო ასამბლეასა და პარლამენტში განვითარებულ მოვლენებს გამოეხმაურა. მისი თქმით, 19 ივნისს ასამბლეის პრეზიდენტსა და რუს დეპუტატს, სერგეი გავრილოვს სხვა სასულიერო პირებთან ერთად ესაუბრა. როგორც დეკანოზი Facebook-ზე წერს, გავრილოვმა სასულიერო პირებს განუმარტა, რომ საქართველოს წინააღმდეგ ხელში იარაღი არასოდეს აუღია. მისივე თქმით, მათ გავრილოვს უთხრეს, რომ საქართველოს ეკლესიისათვის არ არის საკმარისი მოსკოვის საპატრიარქოს მიერ ჩვენი ეკლესიის იურიდიული საზღვრების ფორმალური აღიარება და ოკუპირებულ ტერიტორიებთან დაკავშირებით "წუხილი გადასცეს": "მათ შორის ვკითხეთ, ხედავს თუ არა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის პერსპექტივას, იმ მოცემულობაში, როდესაც კრემლმა ოკუპირებულ ტერიტორიებზე დამოუკიდებელი სახელმწიფოები აღიარა. რუსეთის დუმის დეპუტატმა განგვიცხადა, რომ მას შესაძლებლად მიაჩნია ეს მოხდეს დიალოგის საშუალებით. საუბარში მონაწილეობდნენ მეუფე თეოდორე, მეუფე ანდრია, მეუფე გრიგოლი (კაცია) და მე", - წერს დეკანოზი.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
რუსეთმა ოდესასთან ახლოს თურქულ გემს დაარტყა, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაიღუპა.
კიევში დაჭრილთა რიცხვი 17-მდე გაიზარდა, მათ შორის გარდაიცვალა 89 წლის ქალი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)