20:17 - 21 Jul, 2026
|
2019-06-20 11:23:14, 1065 ნახვა
პოლიტიკა
ჩუგოშვილი: რუსი დეპუტატის ნახვამ თავმჯდომარის სკამში უბრალოდ გამანადგურა
რუსი დეპუტატის ნახვამ თავმჯდომარის სკამში უბრალოდ გამანადგურა, - ასე გამოეხმაურა პარლამენტის პირველი ვიცე-სპიკერი თამარ ჩუგოშვილი facebook-ის საკუთარ გვერდზე მართლმადიდებლობის საპარლამენტო ასამბლეის სესიაზე რუსი დეპუტატის სერგეი გავრილოვის საქართველოს პარლამენტის პლენარულ დარბაზში ყოფნას. სხდომა სერგეი გავრილოვს მიჰყავს. „ამაზე მძიმე სანახავი ჩემთვის რა შეიძლება იყოს არ ვიცი. არ ვიცი რა უნდა ვთქვა. ჩემთვის ყველა დღე იმაზე ფიქრში გადის პარლამენტი სრულად შემდგარ სახელმწიფო ინსტიტუციად როგორ ვაქციოთ. რუსი დეპუტატის ნახვამ თავმჯდომარის სკამში უბრალოდ გამანადგურა“, - წერს ჩუგოშვილი.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
რუსეთმა ოდესასთან ახლოს თურქულ გემს დაარტყა, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაიღუპა.
კიევში დაჭრილთა რიცხვი 17-მდე გაიზარდა, მათ შორის გარდაიცვალა 89 წლის ქალი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)