|
2019-06-20 10:39:27, 1378 ნახვა
პოლიტიკა
პარლამენტში მართლმადიდებლობის საპარლამენტთაშორისო ასამბლეის სესია რუსმა დეპუტატმა სერგეი გავრილოვმა გახსნა
საქართველოს პარლამენტში მართლმადიდებლობის საპარლამენტთაშორისო ასამბლეის სესია გაიხსნა. სხდომა მართლმადიდებლური საპარლამენტთაშორისო ასამბლეის პრეზიდენტმა, რუსმა დეპუტატმა, სერგეი გავრილოვმა გახსნა, რომელსაც გუშინ სახელმწიფო ცერემონიების სასახლესთან საპროტესტო აქციით შეხვდნენ. ასამბლეაში 25 ქვეყნის დელეგაციის 100-მდე წევრი მონაწილეობს. მართლმადიდებლობის საპარლამენტთაშორისო რიგით 26-ე გენერალური ასამბლეის სესია გუშინ სახელმწიფო ცერემონიების სასახლეში გაიხსნა. შეგახსენებთ, რომ გუშინ სახელმწიფო ცერემონიების სასახლესთან ანტიქართული განწყობის მქონე რუსი დეპუტატის სერგეი გავრილოვის საქართველოში ვიზიტი გააპროტესტეს. როგორც აქციის მონაწილეები აცხადებდნენ, გავრილოვი რუსეთის დუმის დეპუტატია და ის აფხაზეთის ომში ქართველების წინააღმდეგ იბრძოდა. აქციაში 100-მდე ადამიანი მონაწილეობდა. მომიტინგეებმა შენობაში შესასვლელი კარის პიკეტირება მოახდინეს და ავტომობილებს მოძრაობის საშუალებას არ აძლევდნენ. აქცია „რუსეთი ოკუპანტიას“ მიერ იყო ორგანიზებული.
ფოტო: "რუსთავი 2"
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
რუსეთმა ოდესასთან ახლოს თურქულ გემს დაარტყა, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაიღუპა.
კიევში დაჭრილთა რიცხვი 17-მდე გაიზარდა, მათ შორის გარდაიცვალა 89 წლის ქალი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)