20:17 - 21 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-06-19 13:16:40, 1072 ნახვა

პოლიტიკა
გაბუნია: მშენებლობის საკითხებში რისკების და საფრთხეების გამორიცხვა უკიდურესად პრინციპული საკითხია

საქართველოს პარლამენტის რეგიონული პოლიტიკის და თითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარის ზაზა გაბუნიას განცხადებით, ექსპლუატაციაში მიუღებელ შენობებში ცხოვრება მომავალში არ უნდა შენარჩუნდეს ნორმად, ამიტომ კახა კალაძის ინიციატივას მხარდაჭერა ექნება.

„არსებობს რისკები, რომელიც შესაძლოა საფრთხე გახდეს მოსახლეობისთვის, ამიტომ ასეთი საკანონმდებლო ცვლილებები აუცილებელია.

იქნება ეს K1 და K2 პარამეტრების დარღვევა, სიმაღლის პარამეტრის დარღვევა, უნებართვო მშენებლობა თუ მუნიციპალური ინსპექციის მიერ გაცემული, მშენებლობის შეჩერების შესახებ აქტის შეუსრულებლობა, უნდა არსებობდეს მათზე რეაგირების მექანიზმები, რომ დაცული იქნას ჩვენი მოქალაქეების უსაფრთოება. ეს პრინციპული საკითხია“, - განაცხადა ზაზა გაბუნიამ.

კომიტეტის თავმჯდომარის თქმით, მუნიციპალიტეტს სჭირდება სათანადო მექანიზმები სამშენებლო დარღვევების აღსაკვეთად და უკანონო მშენებლობებთან მიმართებით ეფექტური პოლიტიკის განსახორციელებლად.

 

 

 

(NS)





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
7-8 საათის განმავლობაში თბილისში თვის ნორმაზე 1.5-ჯერ მეტი ნალექი მოვიდა – სააგენტო
გახარია: ოკუპაცია არ შეიძლება გახდეს ვაჭრობის საგანი და ანექსია - ნორმა
ცხინვალი: ევროკავშირი ცდილობს სირია აიძულოს, უკან წაიღოს „სამხრეთ ოსეთის“ აღიარება
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics