19:54 - 21 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-06-19 02:04:30, 1392 ნახვა

პოლიტიკა
ზურაბ ჯაფარიძე - ყველაზე წარმატებული პოლიტიკოსი ამ ქვეყანაში სინამდვილეში პატრიარქია

 ლევან ვასაძესა და მისი თანამოაზრეების უკან საპატრიარქო დგას. - ამის შესახებ "რუსთავი2" ეთერში გირჩის“ პოლიტიკური საბჭოს წევრვრმა ზურაბ ჯაფარიძემ განაცხადა.

„სინამდვილეში, ამ ბნელი ძალების უკან დგას საპატრიარქო. კონკრეტულად საპატრიარქო, მისი ხელმძღვანელით, ეს არ არის რელიგიური ინსტიტუტი, ეს არის პოლიტიკური ინსტიტუტი, რომელმაც ბევრი წლების განმავლობაში შეძლო და დააგროვა პოლიტიკური დივიდენტები, პოლიტიკური ძალაუფლება, მაღალი რეიტინგი... ხალხს კი აჩვენებს, რომ რელიგიური ინსტიტუტია, მაგრამ სინამდვილეში საკმაოდ, ალბათ ერთ-ერთი, ყველაზე წარმატებული პოლიტიკოსი ამ ქვეყანაში სინამდვილეში პატრიარქია,“ - აცხადებს ზურაბ ჯაფარიძე.

ზურაბ ჯაფარიძე აცხადებს, რომ ხელისუფლების რეიტინგი უკიდურესად დაცემულია და ერთადერთი, რის ხარჯზეც ის ძალაუფლების შენარჩუნებას ცდილობს, საპატრიარქოა.

„სინამდვილეში თამაშია ასეთი, რომ ხელისუფლებას იმის გამო, რომ რეიტინგი პლინტუსთან აქვს, ერთადერთი, რითაც შეუძლია, რომ ძალაუფლება შეინარჩუნოს, არის მუდმივი თამაში საპატრიარქოსთან,“ - აღნიშნა ჯაფარიძემ.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
7-8 საათის განმავლობაში თბილისში თვის ნორმაზე 1.5-ჯერ მეტი ნალექი მოვიდა – სააგენტო
გახარია: ოკუპაცია არ შეიძლება გახდეს ვაჭრობის საგანი და ანექსია - ნორმა
ცხინვალი: ევროკავშირი ცდილობს სირია აიძულოს, უკან წაიღოს „სამხრეთ ოსეთის“ აღიარება
გერმანიის კანცლერი: ჩვენ სერიოზულად ვართ განწყობილნი აზერბაიჯანთან ურთიერთობების გაფართოების მიმართ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics