19:54 - 21 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-06-18 14:14:52, 1357 ნახვა

პოლიტიკა
დავით სერგეენკო პრემიერ-მინისტრის მრჩევლის თანამდებობას დაიკავებს

ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობის და სოციალური დაცვის ყოფილი მინისტრი დავით სერგეენკო მუშაობას პრემიერ-მინისტრის მრჩევლის პოზიციაზე გააგრძელებს.

ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

„მე დათოსთან მისივე ინიციატივით, ბოლო რამდენიმე კვირის განმავლობაში მქონდა ინტენსიური კონსულტაციები და ბუნებრივია, ჩემთვის დათოს რეკომენდაციას ჰქონდა ძალიან მნიშვნელოვანი ადგილი, როდესაც ჩვენ ერთობლივად ჩამოვყალიბდით ამ გადაწყვეტილებაზე. დათოს როლი არის კიდევ მნიშვნელოვანი, როგორც ჩემი მრჩევლის, რომ შევძლოთ კიდევ უფრო დიდი ძალისხმევით რეფორმების ეფექტური გატარება და ამავე დროს, ახალი რეფორმების დაგეგმვა, რომელიც საქართველოში ჯანდაცვას და სოციალურ დაცვას გადაიყვანს სრულიად ახალ დონეზე და მიუახლოვებს მას ევროპულ სტანდარტებს. კიდევ ერთხელ მსურს, მადლობა გადავუხადო დავით სერგეენკოს გაწეული სამსახურისთვის და დარწმუნებული ვარ, რომ ის ჩემი მრჩეველის პოსტზე იქნება ისეთივე წარმატბეული, მნიშვნელოვანი საქმეების გამტარებელი, როგორც ეს იყო მინისტრად ყოფნის პერიოდში. დავით სერგეენკო არის და მუდმივად იქნება ჩვენი პოლიტიკური გუნდის ერთგული წევრი და არის საუკეთესო კადრი. მე დარწმუნებული ვარ, ის ერთობლივი საქმიანობა, რომელიც გვექნება ჩვენ მომავალში, უფრო მეტი საქმის გაკეთების საშუალებას მოგვცემს ჩვენი მოქალაქეებისთვის“, -განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

რაც შეეხება ჯანდაცვის მინისტრის პოსტს, მას ეკატერინე ტიკარაძე დაიკავებს, რომელიც ამ დრომდე საჩხერის საავადმყოფოს ხელმძღვანელობდა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
7-8 საათის განმავლობაში თბილისში თვის ნორმაზე 1.5-ჯერ მეტი ნალექი მოვიდა – სააგენტო
გახარია: ოკუპაცია არ შეიძლება გახდეს ვაჭრობის საგანი და ანექსია - ნორმა
ცხინვალი: ევროკავშირი ცდილობს სირია აიძულოს, უკან წაიღოს „სამხრეთ ოსეთის“ აღიარება
გერმანიის კანცლერი: ჩვენ სერიოზულად ვართ განწყობილნი აზერბაიჯანთან ურთიერთობების გაფართოების მიმართ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics