16:02 - 21 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-06-15 11:27:31, 1420 ნახვა

პოლიტიკა
ჩუგოშვილი აქციაზე: დიდი გამოწვევაა სახელმწიფოსთვის, იმოქმედოს ისე, რომ არ დაარღვიოს ბალანსი

პარლამენტის ვიცე-სპიკერი თამარ ჩუგოშვილი გუშინ მთავრობის ადმინისტრაციასთან გამართულ ორ აქციას ეხმაურება

ჩუგოშვილი აცხადებს, რომ ხელისუფლებას აქვს ვალდებულება დაიცვას კონსტიტუცია, ხოლო მშვიდობიანი დემონსტრაციის უფლება ამ ქვეყანაში აქვს ყველა მოქალაქეს. 

"ის, რაც ხდება, არის დიდი გამოწვევა სახელმწიფოსთვის, რომ იმოქმედოს ისე, რომ არ დაარღვიოს ბალანსი. ერთი მხრივ, შსს-ს მნიშვნელოვანი ვალდებულებაა, რომ დაიცვას გამოხატვის თავისუფლბა, მაგრამ მისი ასევე მნიშვნელოვანი ვალდებულებაა უსაფრთხოების უზრუნველყოფა", - დასძინა მან. 

საპატრიარქოს განცხადების თაობაზე პარლამენტის ვიცე-სპიკერი აღნიშნავს, რომ განცხადებას იცნობს. 

"მათი პოზიცია ჩემთვის გასაგებია, მაგრამ სახელმწიფოს აქვს ვალდებულებები. შსს-ს პრიორიტეტი ახლა არის ის, რომ  შეძლოს უფლებების რეალიზაცია უსაფრთხობის უზრუნველყოფის გზით. ამ პროცესში ასევე მნიშვნელოვანია ყველა მხარემ შეუწყოს ხელი ბალანისი დაცვას", - ამბობს ჩუგოშვილი. 

 

(NS)





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ეროვნულმა ბანკმა ირაკლი სესიაშვილის და ძმები პაპაშვილების კომპანიები დააჯარიმა
ოკუპირებული ცხინვალი: ევროკავშირი სირიაზე ზეწოლას ახდენს აღიარების გასაუქმებლად
თიბისი Euromoney-ის რეგიონული ჯილდოს მფლობელია
ადვოკატი: სასტუმრომ მზაობა გამოთქვა, გიორგი ჭიღლაძის გირაოს თანხის გადახდასთან დაკვაშირებით
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics