|
2019-06-12 15:53:33, 1556 ნახვა
ეკონომიკა
სებ-მა მონეტარული პოლიტიკის განაკვეთი უცვლელად 6.50%-ზე დატოვა
საქართველოს ეროვნული ბანკის მონეტარული პოლიტიკის კომიტეტმა რეფინანსირების განაკვეთის უცვლელად დატოვების გადაწყვეტილება მიიღო. შესაბამისად, მონეტარული პოლიტიკის განაკვეთი კვლავ 6.5 პროცენტს შეადგენს. „მაისში წლიურმა ინფლაციამ 4.7 პროცენტი შეადგინა, რაშიც მნიშვნელოვანი წვლილი ერთჯერადმა ფაქტორებმა შეიტანა. კერძოდ, წლის დასაწყისში თამბაქოს ნაწარმზე აქციზის გადასახადის მატების წვლილი მაისის წლიურ ინფლაციაში 1.3 პროცენტული პუნქტი იყო. ასევე აღსანიშნავია მიმდინარე წლის დასაწყისში საერთაშორისო ბაზრებზე ბენზინის ფასების ზრდა. აღსანიშნავია, რომ საბაზო ინფლაცია, რომელიც გამორიცხავს სურსათს, ენერგომატარებლებსა და თამბაქოს, 1.1 პროცენტია, რაც მიუთითებს, რომ ინფლაციის მაჩვენებლის ზრდა დროებითია. არსებული პროგნოზების მიხედვით, მოსალოდნელია, რომ, სხვა თანაბარ პირობებში, ინფლაცია, ერთჯერადი (ეგზოგენური) ფაქტორების ამოწურვის შემდგომ, მომავალი წლის დასაწყისიდან შემცირებას დაიწყებს და მიზნობრივ დონეს დაუახლოვდება. ერთობლივი მოთხოვნა კვლავ ჩამორჩება მის პოტენციურ დონეს და, შესაბამისად, მოთხოვნის მხრიდან ინფლაციური წნეხი კვლავ სუსტი რჩება. მონეტარული პოლიტიკის კომიტეტი მხედველობაში იღებს ასევე ინფლაციის მოლოდინების ზრდის რისკებს და, აღნიშნულის გათვალისწინებით, მონეტარული პოლიტიკის შემდგომი ნორმალიზაციის პროცესს ნელი ტემპით გააგრძელებს. ამ ეტაპზე, მონეტარული პოლიტიკის კომიტეტმა მიზანშეწონილად მიიჩნია განაკვეთის უცვლელად დატოვება. მიუხედავად იმისა, რომ წინასწარი ინდიკატორები ეკონომიკური ზრდის დაჩქარებაზე მიუთითებს, ერთობლივი მოთხოვნიდან არსებული ინფლაციური წნეხი კვლავ სუსტი რჩება. საკრედიტო აქტივობა ზომიერად იზრდება (აპრილში წლიური 13 პროცენტი, გაცვლითი კურსის ეფექტის გამორიცხვით). წლის დასაწყისიდან სახეზეა სამომხმარებლო დაკრედიტების შემცირება და უცხოური ვალუტით გაცემული იპოთეკური სესხების ზრდის ტემპის შენელება, თუმცა, ამავე დროს, კვლავ მზარდია ბიზნესის დაკრედიტება და გააქტიურებულია იპოთეკები ლარით. კონკურენტული გაცვლითი კურსი ხელს უწყობს 2019 წელს მიმდინარე ანგარიშის გაუმჯობესების ტენდენციის გაგრძელებას. წინასწარი ინდიკატორები საქონლისა და მომსახურების ექსპორტის მაღალ ზრდაზე მიუთითებს. სწრაფი ზრდა აქვს ასევე ფულადი გზავნილებით შემოდინებებს. ამავე ინდიკატორების მიხედვით, იმპორტი წლის პირველ თვეებში შემცირებულია. მიმდინარე ანგარიშის დეფიციტის გაუმჯობესება ინვესტორთა განწყობაზე პოზიტიურად მოქმედებს და, შედეგად, საგარეო სექტორიდან მომდინარე რისკებს ამცირებს. საქართველოს ეროვნული ბანკი მომავალშიც დააკვირდება მიმდინარე ეკონომიკურ პროცესებსა და ფინანსურ ბაზრებს და გამოიყენებს მის ხელთ არსებულ ყველა საშუალებას ფასების სტაბილურობის უზრუნველსაყოფად“, - ნათქვამია სებ-ის განცხადებაში. მონეტარული პოლიტიკის კომიტეტის შემდეგი სხდომა 2019 წლის 24 ივლისს გაიმართება.
FIFA-მ შესაძლოა, IOC-ის გადაწყვეტილების შემდეგ, რუსეთის გუნდების აკრძალვა მოხსნას
ზიდანი დაბრუნდა! მსოფლიო ფეხბურთის ლეგენდამ საფრანგეთის ეროვნული ნაკრები ჩაიბარა.
ზელენსკიმ Wildberry-ზე თავდასხმას უკრაინის სამოქალაქო ინფრასტრუქტურაზე რუსეთის მიერ განხორციელებულ დარტყმებზე საპასუხოდ შეაფასა
მოსკოვისა და ტამბოვის ოლქებში მომხდარი დარტყმების შედეგად შვიდი ადამიანი დაიღუპა და 50-ზე მეტი დაშავდა
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
კიევსა და სხვა რამდენიმე ქალაქში ფედოროვის მხარდამჭერი საპროტესტო აქციები მეორე დღეა გრძელდება: მონაწილეები სკანდირებენ „სირსკი, წადი!“
უკრაინის ეროვნული პოლიციის უფროსის მოვალეობის შემსრულებლად მაქსიმ ცუცქირიძე დაინიშნა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)