08:42 - 21 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-06-12 15:23:14, 1108 ნახვა

პოლიტიკა
პარლამენტის ეთიკის საბჭომ პირველი შეხვედრა გამართა

პარლმენტის ეთიკის საბჭომ პირველი სხდომა გამართა, რომელიც საორგანიზაციო საკითხების განხილვას დაეთმო.

საბჭოს წევრებმა ეთიკის საბჭოს დებულებაში შესატან საკითხებზე და სხვადასხვა შესამუშავებელ დოკუმენტებზე იმსჯელეს.

„დღევანდელ შეხვედრაზე განვიხილეთ, თუ როგორი უნდა იყოს ეთიკის საბჭოს დებულება და  ის ძირითადი საკითხები, რომელიც დებულებაში დასაკონკრეტებელი გვაქვს. ასევე, შესამუშავებელია გარკვეული დოკუმენტების ფორმები, მათ შორის: საჩივრის ფორმა, სარეკომენდაციო ბარათის ფორმა, საჩუქრის რეგისტრაციის ფორმა და სხვა. ეთიკის საბჭოს დებულების და დოკუმენტების ფორმების შემუშავებას გარკვეული დრო დასჭირდება და ვფიქრობ, რომ სექტემბრის დასაწყისში საბჭო მზად იქნება სრულფასოვნად დაიწყოს მუშაობა", - განაცხადა შეხვედრის კომენტირებისას პარლამენტის ეთიკის საბჭოს წევრმა, ირინე ფრუიძემ.

პარლმენტის ეთიკის საბჭო საქართველოს პარლამენტის 2019 წლის 19 მარტის დადგენილებით შეიქმნა. ეთიკის საბჭოს რაოდენობა განისაზღვრება 14 წევრით. საბჭოს წევრები არიან: ირინე ფრუიძე, ნინო წილოსანი, რუსლან გაჯიევი, კობა ლურსმანაშვილი, გენადი მარგველაშვილი, რატი იონათამიშვილი, რუსლან პოღოსიანი, ოთარ კახიძე, ხათუნა გოგორიშვილი, სერგი კაპანაძე, მამუკა ჩიქოვანი, ემზარ კვიციანი, ეკა ბესელია და რამაზ ნიკოლაიშვილი.

 

  





ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან


სოციალური ქსელები
დიდი ბრიტანეთის ახალმა პრემიერ-მინისტრმა ენდი ბერნჰემმა თავისი გუნდი წარადგინა
„ტოიოტა ცენტრი ბათუმმა“ ახალი Toyota RAV4 ოფიციალურად წარადგინა
საქართველოს ბანკის მხარდაჭერით, 500 Global in Eurasia-ს აქსელერაციის პროგრამის მეთერთმეტე ნაკადზე რეგისტრაცია დაიწყო
საქართველომ ლიმონათების ექსპორტიდან თითქმის $100 მლნ-ის შემოსავალი მიიღო მიიღო - მთავარი ბაზარი რუსეთია
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics