03:07 - 16 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-07-01 17:25:18, 499 ნახვა

საზოგადოება
დანაშაულის პრევენციის ცენტრის ბენეფიციარები თბილისის „დინამოს“ პირველ საკვალიფიკაციო მატჩს დაესწრებიან

საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სსიპ „დანაშაულის პრევენციის ცენტრის"  ბენეფიციარები 2 ივლისს, „დინამო არენაზე“ გასამართ საფეხბურთო მატჩს დაესწრებიან. 

თბილისის „დინამო“ ევროპა ლიგის 2015/2016  სეზონის საკვალიფიკაციო პირველ ეტაპზე აზერბაიჯანულ „გაბალას“ უმასპინძლებს. მატჩი  20.00 საათზე დაიწყება. 

აღსანიშნავია, რომ იუსტიციის სამინისტროს დანაშაულის პრევენციის ცენტრი სპორტის სხვადასხვა ფედერაციებთან და კლუბებთან  მჭიდროდ თანამშრომლობს. „ყოფილ პატიმართა რეაბილიტაციისა და რესოციალიზაციის პროგრამის" ბენეფიციარებისთვის საფეხბურთო კლუბმა „დინამომ“  მატჩზე დასასწრები ბილეთები უფასოდ  გამოყო. მატჩს ყოფილი პატიმრები და მათი ოჯახის წევრები დაესწრებიან. 

„ყოფილ პატიმართა რეაბილიტაციისა და რესოციალიზაციის პროგრამას" სსიპ „დანაშაულის პრევენციის ცენტრი“ ახორციელებს. პროგრამის მიზანია სასჯელაღსრულების დაწესებულებებიდან  გათავისუფლებული პირების რეაბილიტაციის ხელშეწყობა.  პროგრამის ბენეფიციარები მსგავს სპორტულ თუ კულტურულ ღონისძიებებს ხშირად ესწრებიან.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ილია თოფურია ჯასტინ გეიჯს - ეს ისტორია ჩვენს შორის შორსაა დასრულებისგან, ჩვენ გვექნება ჩვენი რემატჩი
ტრამპმა განაცხადა, რომ ირანის შემდეგ ის უკრაინაში ომზე „კონცენტრირდება“.
სქროლვა-სქრინვის (ცენზურის) დეპარტამენტმა სასამართლოებს უკვე 60 საქმე გადასცა
Amnesty — საქართველოს ხელისუფლებას: შეწყვიტეთ ცილისწამება, გააუქმეთ კანონები და გამოიძიეთ ძალადობა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics