18:54 - 20 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-06-10 17:49:26, 1501 ნახვა

პოლიტიკა
ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტმა სახელმწიფო ინსპექტორის პოსტზე, ლონდა თოლორაიას მხარი დაუჭირა

ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტმა სახელმწიფო ინსპექტორის პოსტზე,  ლონდა თოლორაიას მხარი დაუჭირა. მან 8 ხმა მიიღო.

კომიტეტის სხდომაზე საკონკურსო კომისიის შერჩეულ და პრემიერ-მინისტრის მიერ წარდგენილ ორივე კანდიდატს - ვალერი ლომუაშვილს და ლონდა თოლორაიას მოუსმინეს.

აღსანიშნავია, რომ არასამთავრობო სექტორის განცხადებით,  კონკურსი დარღვევებით ჩატარდა, რადგან საკვალიფიკაციო მოთხოვნებს მხოლოდ ერთი კანდიდატურა, ლონდა თოლორაია  აკმაყოფილებდა, თუმცა ხელახალი კონკურსის თავიდან არიდების მიზნით, კომისიამ მეორე ეტაპზე დაუშვა ფორმალური კანდიდატიც.

ცნობისთვის, ლონდა თოლორაია დღემდე შინაგან საქმეთა სამინისტროს ადამიანის უფლებათა დაცვის დეპარტამენტის დირექტორია.





ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან


სოციალური ქსელები
„Geely - შენი სპონტანური მოგონებებისთვის“ - „ჯილი ცენტრი თეგეტამ“ საზაფხულო კამპანია დაიწყო
Euromoney-იმ საქართველოს ბანკი მცირე და საშუალო ბიზნესისთვის ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის საუკეთესო ციფრულ ბანკად დაასახელა
Global Finance-მა BOG ფინანსურ სექტორში AI-ის დანერგვისთვის საუკეთესოდ დაასახელა
საპოლიციო ძალადობა სისტემის ყოველდღიურობის შემადგენელ ნაწილად იქცა - SJC
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics