2019-06-07 17:25:51, 869 ნახვა
რეგიონი
შუახევში შშმ პირთა საკითხებზე მომუშავე საბჭოს სხდომა გაიმართა
დღეს, შუახევის მერის ფრიდონ ფუტკარაძის ხელმძღვანელობით შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა საკონსულტაციო საბჭოს სხდომა გაიმართა.
შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა საკითხებზე მომუშავე საბჭო წარმოადგენს შუახევის მუნიციპალიტეტის მერის სათათბირო ორგანოს, რომელიც თავისი კომპეტენციის ფარგლებში განიხილავს მუნიციპალიტეტში შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა ღირსეული თანაცხოვრებისა და თანაბარი შესაძლებლობების უზრუნველყოფისათვის აუცილებელი პირობების შექმნის საკითხებს.
საბჭოს შემადგენლობაში არიან მერიის, არასამთავრობო ორგანიზაციის, შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირები და შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა მშობლები.
საბჭოს მიზანია შუახევის მუნიციპალიტეტში შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა ფიზიკურ გარემოში არსებული ბარიერების გამოვლენა და მათი საზოგადოებრივ საქმიანობაში ჩართვა.
(NS)
ავტორი: ექსპრესნიუსი,