2019-06-06 18:53:07, 1292 ნახვა
რეგიონი
ბორჯომში ორ არასრულწლოვან გოგოს ეძებენ
ბორჯომში ორ არასრულწლოვან გოგოს ეძებენ.
ტელეკომპანია „TV ბორჯომის“ ინფორმაციით, გოგოები დილით სახლიდან გავიდნენ, თუმცა სკოლაში არ მისულან.
მათივე ცნობით, ორჯომის ერთ-ერთ ქუჩაზე მიტოვებულ შენობაში გოგონების მობილურები და მაისურები იპოვეს.
როგორც შინაგან საქმეთა სამინისტროში „ექსპრესნიუსს“ განუცხადეს, გამოძიება სსკ-ის 143-ე მუხლით დაიწყო, რაც თავისუფლების უკანონო აღკვეთს გულისხმობს.
პოლიციამ ბორჯომში 2 არასრულწლოვანის გაუჩინარების შესახებ ინფორმაცია დღის მეორე ნახევარში მიიღო. სამართალდამცველები დაუყოვნებლივ ჩაერთნენ არასრულწლოვანების სამძებრო ღონისძიებებში. შინაგან საქმეთა სამინისტროს სამცხე-ჯავახეთის პოლიციის დეპარტამენტმა გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 143-ე მუხლით დაიწყო, რაც თავისუფლების უკანონო აღკვეთს გულისხმობს. მიმდინარეობს საგამოძიებო-ოპერატიული და სამძებრო ღონისძიებები“, - აცხადებენ შსს-ში.
ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან