02:49 - 19 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-06-03 11:45:41, 1013 ნახვა

პოლიტიკა
კობახიძე: შალვა თადუმაძეს შესანიშნავი რეპუტაცია და გამოცდილება აქვს

„შალვა თადუმაძის გადასაწყვეტი იყო მიიღებდა თუ არა მონაწილეობას შერჩევის პროცედურაში. მას არაჩვეულებრივი რეპუტაცია აქვს“, - ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარე, ირაკლი კობახიძემ განაცხადა.

 როგორც კობახიძემ აღნიშნა, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს გადასაწყვეტია, მოხდება თუ არა შალვა თადუმაძის წარდგენა უზენაესი სასამართლოს მოსამართლის პოზიციაზე.

„შალვა თადუმაძის გადასაწყვეტი იყო მიიღებდა თუ არა მონაწილეობას შერჩევის პროცედურაში. მას არაჩვეულებრივი რეპუტაცია აქვს. წლების მანძილზე ის იყო ძალიან გამოცდილი ადვოკატი და ეწეოდა საადვოკატო საქმიანობას. შემდეგ წლების მანძილზე ეკავა ადმინისტრაციის უფროსის თანამდებობა მთავრობაში და მას აქვს შესანიშნავი რეპუტაცია, ძალიან დიდი გამოცდილება. თუმცა ბუნებრივია, მე ვერ დავასწრებ მოვლენებს, ეს არის პირველ რიგში, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს გადასაწყვეტი მოხდება თუ არა მისი წარდგენა უზენაესი სასამართლოს მოსამართლის პოზიციაზე და ამის შემდეგ დაიწყებს პარლამენტი მსჯელობას“, - განაცხდა ირაკლი კობახიძემ.





ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან


სოციალური ქსელები
Axios: სომხეთმა გამოაცხადა შეერთებული შტატებისგან თავდაცვის ტექნოლოგიების შეძენის შესაძლებლობა.
ზელენსკიმ ფედოროვთან და სირსკისთან ისაუბრა: გადაწყვეტილებები შემუშავდება
მოსკოვის რეგიონში Wildberries-ის საწყობზე თავდასხმის შედეგად დაშავებულთა რაოდენობამ 60-ს გადააჭარბა
19 ივლისს უმეტეს რეგიონში მოსალოდნელია წვიმა, ელჭექი, სეტყვა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics