23:35 - 18 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-05-30 18:42:28, 898 ნახვა

პოლიტიკა
ხახუბია: ანაკლიის პორტის განვითარება არ უნდა ნიშნავდეს ფოთის პორტის განვითარებისთვის ხელოვნური ბარიერების შექმნას

 „ანაკლიის პორტის განვითარება არ უნდა ნიშნავდეს ფოთის პორტის განვითარებისთვის ხელოვნური ბარიერების შექმნას“, - ამის შესახებ facebook-ის საკუთარ გვერდზე ფოთის მაჟორიტარმა დეპუტატმა ირაკლი ხახუბიამ დაწერა.

როგორც ხახუბია აცხადებს, მხოლოდ „ანაკლიის განვითარების კონსორციუმს“ არ უნდა ჰქონდეს ინვესტიციების მოზიდვის და ოპერირების ექსკლუზივი.

„როგორც ფოთის მაჟორიტარი დეპუტატი, მინდა გამოვეხმაურო ფოთში, ვითომდა პორტის მშენებლობის ნაბართვის გაცემასთან დაკავშირებულ საკითხს. როგორც ყველამ შევიტყვეთ, რაღაც ტიპის ტექნიკური ნებართვა გაცემულია ხარვეზებით. შესაბამისად, პასუხისმგებელი პირი გათავისუფლდა თანამდებობიდან და აღნიშნული დოკუმენტი გაუქმდა. მიუხედავად ამისა, ჩემთვის გაუგებარია რამ გამოიწვია ასეთი აჟიოტაჟი ფოთის პორტის განვითარებისა და „ანაკლიის განვითარების კონსორციუმთან“ მიმართებაში.

პირველ რიგში, ყველას კარგად მოგეხსენებათ, რომ მთავრობა აკეთებს მაქსიმუმს, ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის ასაშენებლად, რაც, რა თქმა უნდა, მისასალმებელია. ამ ფონზე, აბსოლუტურად მიუღებელია ის აჟიოტაჟი, რაც ფოთის ნავსადგურთან მიმართებაში ხელოვნურად ატყდა. ანაკლიის პორტის განვითარება არ უნდა ნიშნავდეს ფოთის პორტის განვითარებისთვის ხელოვნური ბარიერების შექმნას. ფოთში მცხოვრები ადამიანებისათვის, ისევე როგორც ზოგადად ჩვენი ქვეყნისათვის, ფოთის ნავსადგურის განვითარებაც უმნიშვნელოვანესია. არა მგონია ვინმეს შეეძლოს იმის ახსნა, თუ რა არის იმაში ცუდი, რომ ფოთში 250 მილიონი აშშ დოლარის ინვესტიცია შემოვიდეს. თუ მხოლოდ „ანაკლიის განვითარების კონსორციუმს“ აქვს ინვესტიციების მოზიდვის და ოპერირების ექსკლუზივი?! რამდენადაც ჩემთვის ცნობილია, ისინი ამ ექსკლუზივს ითხოვდნენ, თუმცა სახელმწიფოსთან ამ ტიპის შეთანხმება არ აქვთ“, - წერს ხახუბია.

 

 

(NS)





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
მოსკოვის რეგიონში Wildberries-ის საწყობზე თავდასხმის შედეგად დაშავებულთა რაოდენობამ 60-ს გადააჭარბა
19 ივლისს უმეტეს რეგიონში მოსალოდნელია წვიმა, ელჭექი, სეტყვა
რუსეთში ათასობით ტურისტული სააგენტოს დახურვა დაიწყო
ფიფა 2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატის ფინალის გადადებას ხანძრების გამო გამორიცხავს - Bloomberg
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics