01:09 - 16 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-06-30 15:14:51, 571 ნახვა

საზოგადოება
გიგლა აგულაშვილმა ფორუმში - „საქართველოს ტყის არამერქნული პროდუქტების დარგის განვითარება“ მიიღო მონაწილეობა

გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრმა გიგლა აგულაშვილმა ფორუმში - „საქართველოს ტყის არამერქნული პროდუქტების დარგის განვითარება“  მიიღო მონაწილეობა.

გარემოს დაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ფორუმი ევროპის სამეზობლო პროგრამის ფარგლებში, ბრიტანეთის საქველმოქმედო ორგანიზაცია „ოქსფამის“ ორგანიზებით და ევროკავშირის დაფინანსებით ჩატარდა.

 შეხვედრაში ევროკავშირის, აშშ -ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID), გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP), ბენეფიციარი სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების წარმომადგენლები, ადგილობრივი და უცხოური გადამმუშავებელი საწარმოების, ექსპორტიორი ორგანიზაციებისა და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები იღებდნენ მონაწილეობას.

ფორუმი წარმოადგენს საკოორდინაციო პლატფორმას საქართველოში ტყის არამერქნული პროდუქტების დარგისა და ბიზნესის განვითარებით დაინტერესებული ნებისმიერი მხარისთვის, რომლის ფარგლებში შესაძლებელია საზოგადოებასა და მთავრობას შორის აღნიშული დარგის განვითარების ხელშემწყობი პოლიტიკის ერთობლივად გამომუშავება და კოორდინირებულად და გამჭვირვალედ განხორციელება.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ილია თოფურია ჯასტინ გეიჯს - ეს ისტორია ჩვენს შორის შორსაა დასრულებისგან, ჩვენ გვექნება ჩვენი რემატჩი
ტრამპმა განაცხადა, რომ ირანის შემდეგ ის უკრაინაში ომზე „კონცენტრირდება“.
სქროლვა-სქრინვის (ცენზურის) დეპარტამენტმა სასამართლოებს უკვე 60 საქმე გადასცა
Amnesty — საქართველოს ხელისუფლებას: შეწყვიტეთ ცილისწამება, გააუქმეთ კანონები და გამოიძიეთ ძალადობა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics