21:18 - 18 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-05-28 15:37:00, 1111 ნახვა

პოლიტიკა
ლინას ლინკევიჩუსი - საქართველო აღმოსავლეთ პარტნიორობის ინიციატივის გამოკვეთილი ლიდერია

 „თქვენმა თავისუფლებისმოყვარე ქვეყანამ ევროკავშირსა და ნატოში ინტეგრაციისკენ მიმართული ამბიციური რეფორმების განხორციელების გზაზე მნიშვნელოვან პროგრესს მიაღწია. საქართველო ასევე გამოკვეთილი ლიდერია აღმოსავლეთ პარტნიორობაში მონაწილე ქვეყნებს შორის", - ამის შესახებ ლიეტუვას რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრი ლინას ლინკევიჩუსი საქართველოს დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით გამოგზავნილ წერილში წერს, სადაც ის თავის ქართველ კოლეგას, დავით ზალკალიანს და ქართველ ხალხს წარმატებასა და კეთილდღეობას უსურვებს.

 წერილში ნათქვამია, რომ ლიდერის პოზიციის შენარჩუნებისთვის საქართველოს უამრავი გამოწვევის დაძლევა მოუწევს. „მინდა დაგარწმუნოთ, რომ ლიეტუვა კვლავაც გულითადად დაუჭერს მხარს საქართველოს ევროპულ და ევროატლანტიკურ მისწრაფებებს" - წერს ლინას ლინკევიჩუსი.

წერილში გამოთქმულია იმედი, რომ ლიეტუვასა და საქართველოს შორის არსებული მეგობრობა კიდევ უფრო განმტკიცდება, რასაც ხელს შეუწყობს ადამიანებს შორის კონტაქტების გაღრმავება, ვაჭრობის სტიმულირება და ქვეყნებს შორის მაღალი დონის დიალოგის გაძლიერება.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
19 ივლისს უმეტეს რეგიონში მოსალოდნელია წვიმა, ელჭექი, სეტყვა
რუსეთში ათასობით ტურისტული სააგენტოს დახურვა დაიწყო
ფიფა 2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატის ფინალის გადადებას ხანძრების გამო გამორიცხავს - Bloomberg
ზელენსკი სირსკის შემცვლელად მუშაობას განიხილავს - FT
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics