19:14 - 27 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-05-28 13:13:43, 1251 ნახვა

კომენტარი
სამადაშვილი „ოცნებას“: დღეს უხილავი რუსული დროშა ფრიალებს დავით გარეჯშიც და ის თქვენ ააფრიალეთ

"ნაციონალური მოძრაობის" წევრი სალომე სამადაშვილი დავით გარეჯში მიმდინარე პროცესებში საქართველოს ხელუსუფლებას ადანაშაულებს. 

ამასთან, სამადაშვილმა 26 მაისს, ბათუმში მოქალაქეების მიერ რუსული დროშების გამოტანასაც გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ აზერბაიჯანთან ვითარების დაძაბვა რუსეთის ინტერესშია. 

"ჩემთვის და ყველა ქართველისთვის სრულიად შოკის მომგვრელი იყო ის რაც ხდებოდა 26 მაისს ჩვენს სახელმწიფოში, ჩვენი დამოუკიდებლობის აღსანიშნავ დღეს, რუსული დროშები ფრიალებდა ბათუმში, ჩვენს ქუჩებში. ეს არის თქვენი ხელისუფლების ნამდვილი სახე. თქვენი ხელისუფლებსი პირობებში რუსეთი ამ ქვეყანას ტანკებით და ჯარისკაცებით კი არ იპყრობს, იპყრობს დროშებით და მომღერალი ბავშვებით ჩვენს ქუჩებში. ეს არის პასუხისმგებლობა რომელსაც თქვენ ატარებთ, რომ ეს გახდა შესაძლებელი ჩვენს სახელმწიფოში. დღეს უხილავი რუსული დროშა ფრიალებს დავით გარეჯშიც და ეს დროშაც თქვენ ააფრიალეთ. შეგახსენებთ, რა გააკეთა", - განაცხადა სამადაშვილმა. 





ავტორი: ლუკა ცარციძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2019 წლიდან


სოციალური ქსელები
უკრაინის უსაფრთხოების სამსახურმა ერთ თვეში მეორე დარტყმა განახორციელა ნავთობის სატუმბი სადგურზე, რომელიც მოსკოვს საწვავს ამარაგებდა
ალიანსი: რეჟიმმა უნდა იცოდეს, რომ ელენეს ჯანმრთელობის დაზიანებისთვის მოუწევთ პასუხისგება
ირანი აშშ-ს დაბომბვის შემდეგ ბაჰრეინს დაესხა თავს
ტეხასის შტატში სკოლებში ბიბლიის სავალდებულო შესწავლა დამტკიცდა, გადაწყვეტილებას აშშ-ს საკონსტიტუციო სასამართლოში გაასაჩივრებენ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics