21:19 - 18 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-05-27 13:34:02, 902 ნახვა

პოლიტიკა
იუსტიციის სამინისტრო ნიკა გვარამიას სიცრუეში ადანაშაულებს

იუსტიციის სამინისტრო 25 მაისს ტელეკომპანია „რუსთავი 2"-ში გამართულ ბრიფინგთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს.

როგორც უწყების განცხადებაშია აღნიშნული, „რუსთავი 2“-ის დირექტორის, განცხადება სიმართლეს არ შეესაბამაება და სიცრუე, რომ თითქოს ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მოსამართლე ინსტრუქციებს იღებს საქართველოს მთავრობისგან იღებს.

საქართველოს იუსტიციის სამინისტრო ეხმაურება 25 მაისს 21 საათზე ტელეკომპანია „რუსთავი 2"-ზე გასულ ბრიფინგს, რომელიც არხის გენერალურმა დირექტორმა გამართა პარტნიორთა კრების დასრულების შემდეგ.

ნიკა გვარამიას განცხადება იმის თაობაზე, თითქოს ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მოსამართლე ინსტრუქციებს იღებს საქართველოს მთავრობისგან, არის ძალიან მძიმე ბრალდება და წარმოადგენს, როგორც საქართველოს მთავრობისა და მისი წარმომადგენლის - იუსტიციის სამინისტროს, ასევე სტრასბურგის სასამართლოს შეურაცხყოფას, მით უმეტეს, რომ ცარიელ ემოციებზე აგებულ განცხადებას არანაირი მტკიცებულება არ მოჰყოლია.

შესაბამისად, საქართველოს იუსტიციის სამინისტრო გმობს ტყუილს, რომელიც არხის დირექტორმა გაავრცელა და მოუწოდებს მას, თავი შეიკავოს სტრასბურგის სასამართლოში მიმდინარე სამართლებრივი დავის პოლიტიზირებისაგან, რადგან დავის ერთ-ერთი მხარის ამგვარი თავდასხმა მოპასუხე მხარესა და დავის განმხილველ სასამართლოზე ეწინააღმდეგება მართლმსაჯულების ინტერესებსა და ევროპული კონვენციის სულისკვეთებას.

იუსტიციის სამინისტრო, როგორც საქართველოს მთავრობის წარმომადგენელი და მოპასუხე მხარე მშვიდად ელოდება ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებას. ჩვენ ზედმიწევნით ვასრულებთ მიმდინარე საქმეზე დაკისრებულ დროებით ღონისძიებას და ასევე შევასრულებთ ამ საქმეზე სტრასბურგის სასამართლოს მიერ მიღებულ ნებისმიერ გადაწყვეტილებას“, - აღნიშნულია განცხადებაში.

 

 

(NS)





ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან


სოციალური ქსელები
19 ივლისს უმეტეს რეგიონში მოსალოდნელია წვიმა, ელჭექი, სეტყვა
რუსეთში ათასობით ტურისტული სააგენტოს დახურვა დაიწყო
ფიფა 2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატის ფინალის გადადებას ხანძრების გამო გამორიცხავს - Bloomberg
ზელენსკი სირსკის შემცვლელად მუშაობას განიხილავს - FT
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics