16:48 - 18 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-05-20 00:22:56, 2303 ნახვა

პოლიტიკა
ღარიბაშვილი სანდრა რულოვსს: დაისვენეთ, მიხედეთ თქვენს მეუღლეს, ჩვენ ქვეყანას მივხედავთ

"ქართული ოცნების" პოლიტიკური მდივნის ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, მმართველი გუნდი დღეს პოლიტიკაში უალტერნატივო ძალაა. ამის შესახებ ღარიბაშვილმა "იმედი LIVE"-ის ეთერში განაცხადა. 

ღარიბაშვილის შეფასებით, მმართველი პარტიის კანდიდატებმა დამაჯერებელი შედეგებით გაიმარჯვეს, ხოლო მეორე ტურის დამკვიდრების პრაქტიკა მოქმედი ხელისუფლების დამსახურებაა.

"ჩვენ დავამტკიცეთ, რომ ვართ პოლიტიკური ძალა, რომელიც რეაგირებს შეცდომებზე და ხედავს თავის შეცდომებს, მათ ასწორებს და წინ მიდის. მთავარი გზავნილი სწორედ ის არის, რომ ჩვენ გვსურს ქვეყანა მშვიდობით და სტაბილურობით წავიყვანოთ წინ და გადავიყვანოთ განვითარების ახალ ეტაპზე, და რაც მთავარია, ჩვენი ხალხის კეთილდღეობა გავხადოთ ხელშესახები

ამასთან, მისი განცხადებით, "ქართული ოცნების" მთავარი ოპონენტები არიან მიმდევრები იმ დესტრუქციული პოლიტიკის, რომელიც მათთვის დამახასიათებელი ნიშანია.

 "მათი თითოეული ლიდერის ნარატივი იყო ის რომ დაეძაბათ ჩვენი მოსახლეობა და ამომრჩეველი რამენაირად, რა თქმა უნდა, მათ ეს არ გამოუვიდათ და არ გამოუვათ. ე დღეს მოვისმინე შენიშვნები იმასთან დაკავშირებით, რომ სხვა რამდენიმე რეგიონის პოლიციის უფროსები იყვნენ ჩასული ზუგდიდში და ამაზე გამოთქვამდნენ პრეტენზიას. მე მინდა მათ შევახსენო, ამ ადამიანებს, რომ ხუთი ათასი მათი აქტივისტი ჩაყვანილი იყო ზუგდიდში, ანუ ადგილობრივი არ იყო. ამ შემთხვევაში მათ არავითარი მორალური უფლება არ აქვთ სახელმწიფოს წაუყენონ პრეტენზია თუ რატომ იყო მობილიზებული პოლიცია, დამატებითი ძალებით ზუგდიდში ვინაიდან სახელმწიფო ხედავდა გარკვეულ თეორიულ რისკებს, რომ ჩვენს ოპონენტებს მათი ხასიათიდან გამომდინარე გარკვეული დესტრუქცია და დაძაბულობა შეეტანათ. მე მინდა ერთი რჩევა მივცე ქალბატონ სანდრას, რომელიც ჩვენი კანდიდატის ოპონენტი იყო: დაისვენეთ. მიხედოს თავის მეუღლეს და ჩვენ მივხედავთ ჩვენ ქვეყანას", - აღნიშნა მან. 





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ფიფა 2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატის ფინალის გადადებას ხანძრების გამო გამორიცხავს - Bloomberg
ზელენსკი სირსკის შემცვლელად მუშაობას განიხილავს - FT
უკრაინის გენერალურმა შტაბმა ნავთობის საცავის გარდა, ტანკერების და გემ „სვეტლიაკის“ დაბობვის შესახებ განაცხადა
ტაქსის ფასებით თურქეთი საქართველოს მეზობლებს შორის ლიდერობს, საქართველო კი მეორე ადგილზეა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics