16:48 - 18 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-05-19 23:55:31, 1049 ნახვა

პოლიტიკა
ირაკლი კობახიძე: მთაწმინდაზე მეორე ტური შედგება - დანარჩენ ოლქებში ჩვენმა კანდიდატებმა გაიმარჯვეს

 „ქართულ ოცნების“ ინფორმაციით, მათმა კანდიდატებმა მთაწმინდის ოლქის გარდა, არჩევნები ყველა ოლქში, პირველივე ტურში მოიგეს.

როგორც პარტიის აღმასრულებელმა მდივანმა, ირაკლი კობახიძემ განაცხადა, მთაწმინდის ოლქში მათმა კანდიდატმა გაიმარჯვა, თუმცა ხმათა 50%-ს მოგროვება ვერ შეძლო. შესაბამისად, კობახიძის განმარტებით, აღნიშნულ ოლქში მეორე ტური გაიმართება.

„ზუგდიდში, 107-დან დათვლილია 88 ოლქის შედეგები. ოქმების მონაცემებით 54,08% მიიღო გეგა შენგელიამ. შესაბამისად, შეიძლება კიდევ ერთხელ თამამად ითქვას, რომ დიდი უპირატესობით პირველივე ტურში გაიმარჯვა ბატონმა გეგა შენგელიამ.

მარნეულში დათვლილია 86 უბანი 90-დან. 78,75 პროცენტია ზაურ დარგალის მაჩვენებელი. ზესტაფონში 52 უბანია დათვლილია 53-დან. ამ შემთხვევაში გიორგი გოგლიჩიძის მაჩვენებელი არის 50,53%. ერთი უბანია დარჩენილი, თუმცა ჩვენი მონაცემებით, არა შემცირება, არამედ ზრდაა მოსალოდნელი. ჭიათურაში ბატონი გივი მოდებაძის მაჩვენებელი არის 65,39%, დათვლილია 58-დან 49 უბნის მონაცემები. რაც შეეხება ხულოს, აქ ყველა უბანი დათვლილია. 67,1% არის ჩვენი კანდიდატის, ვახტანგ ბერიძის შედეგი. მთაწმინდას რაც შეეხება, აქაც დათვლილია ყველა უბნის მონაცემები. გაიმარჯვა ჩვენმა კანდიდატმა, ლადო კახიძემ. მაჩვენებელი არის 40,92%. ამ შემთხვევაში შედგება მეორე ტური მთაწმინდის ოლქში. ოპონენტი იქნება შალვა შავგულიძე, რომელიც წარმოადგენს ნაციონალურ მოძრაობას“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ფიფა 2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატის ფინალის გადადებას ხანძრების გამო გამორიცხავს - Bloomberg
ზელენსკი სირსკის შემცვლელად მუშაობას განიხილავს - FT
უკრაინის გენერალურმა შტაბმა ნავთობის საცავის გარდა, ტანკერების და გემ „სვეტლიაკის“ დაბობვის შესახებ განაცხადა
ტაქსის ფასებით თურქეთი საქართველოს მეზობლებს შორის ლიდერობს, საქართველო კი მეორე ადგილზეა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics