|
2019-05-13 21:55:31, 1797 ნახვა
სამართალი
ნათია მეზვრიშვილი - ქუჩური გარჩევების კრიმინალიზაციით შსს კრიმინალური მენტალიტეტის წანააღმდეგ ბრძოლის ხაზს აგრძელებს
პარლამენტმა, შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ე.წ. „ქუჩური გარჩევის“ შესახებ ინიცირებული კანონპროექტის განხილვა დაიწყო. შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე ნათია მეზვრიშვილმა ჟურნალისტებთან კანონპროექტის შესახებ დამატებითი განმარტებები გააკეთა. „როდესაც, 2018 წლის დაჭრების, ჯანმრთელობის დაზიანებების სტატისტიკას გადავხედეთ, აღმოვაჩინეთ რომ, მათ გარკვეულ ნაწილს წინ უძღოდა ე.წ. „ქუჩური გარჩევა“, რომელიც დღეს მოქმედი კანონმდებლობით პირდაპირ კრიმინალიზირებული არ არის. არ არსებობს სპეციალური ნორმა, რომელიც ასი პროცენტით უპასუხებს ამ გამოწვევას. გვაქვს გარკვეული მუხლები - მუქარა ისჯება, იძულება ისჯება, თუმცა, ამ საკითხის პირდაპირი მარეგულირებელი არ გაგვაჩნია, ამიტომ გადავწყვიტეთ, იმ ფონზე, რომ ჩვენ პარლამენტის მხარდამჭერით ქურდული სამყაროს წინააღმდეგ ბრძოლის კანონმდებლობა გავამკაცრეთ, გადავწყვიტეთ კრიმინალური მენტალიტეტის წინააღმდეგ ბრძოლის ეს ხაზი გაგვეგრძელებინა. „ქუჩური გარჩევების“ მარეგულირებელი კანონმდებლობა გახლავთ ამ ხაზის ერთგვარი გაგრძელება, რომელიც არის დამყარებული, მათ შორის იმ პრაქტიკაზე, რაზეც უკვე ვისაუბრე. სამასამდე შემთხვევა გამოვავლინეთ, როცა დაჭრების გარკვეულ ნაწილს წინ უძღოდა „ქუჩური გარჩევა“. ჩვენ, რომ ეს კანონი გვქონოდა, რა თქმა უნდა, გაცილებით ადრეულ ეტაპზე გვექნებოდა იმის შესაძლებლობა, რომ ამგვარი შემთხვევები თავიდან აგვერიდებინა. მათ შორის, ვიცით, რომ ხორავას ტრაგედიას წინ უძღოდა გარკვეული დაპირისპირება. ერთ-ერთ კომიტეტზე მაგალითად მოვიტანე ეს ტრაგიკული შემთხვევა. ამ შემთხვევის გარდა, პრაქტიკაში არსებობს კიდევ სხვა შემთხვევები, სადაც გარკვეულ დანაშაულებს წინ უძღოდა „ქუჩური გარჩევები“ და საბედნიეროდ, არსებობს ისეთი შემთხვევები, სადაც „ქუჩური გარჩევები“ არ გადაზრდილა მძიმე დანაშაულში. საუბარია იმაზე, რომ ადრეულ ეტაპზე მოვახდინოთ ქმედების დასჯა იმისთვის, რომ უფრო მძიმე შედეგები ავირიდოთ თავიდან. მაგ: დავსაჯოთ „ქუჩური გარჩევა“ იმისთვის, რომ თავიდან ავირიდოთ მკვლელობების მცდელობა, რომელიც გახლავთ განსაკუთრებით მძიმე კატეგორიის დანაშაული. აქ იგულისხმება, რომ ისჯება შეკრებებში მონაწილეობა. ამ შეკრებებს უკანონოდ აქცევს ის მეთოდები, რომლის გამოყენებაც შეკრების დროს მოხდება, შეკრებაში მონაწილე პირების მხრიდან. საუბარია ძალადობაზე, იძულებაზე, ძალადობის და იძულების მუქარაზე, პირადი ცხოვრების ამსახველი ინფორმაციის გახმაურების მუქარაზე, ეს ქმედება დაისჯება როგორც ჯარიმით, ისე საზოგადოებისთვის სასარგებლო შრომით და თავისუფლების აღკვეთით 2 წლამდე ვადით. გარკვეული დამამძიმებელი გარემოებების შემთხვევაში სანქციები იქნება გაცილებით უფრო მკაცრი.“ - განაცხადა ნათია მეზვრიშვილმა.
აზერბაიჯანელმა პოლიტპატიმრებმა ფონ დერ ლაიენს ბაქოში ვიზიტის დროს ადამიანის უფლებების საკითხების წამოჭრისკენ მოუწოდეს
რუსეთის ელიტა ომის ესკალაციისთვის ემზადება უკრაინის მიერ რუსეთის სიღრმეში თავდასხმების შემდეგ - The Washington Post
ცოტნე ივანიშვილი პარლამენტში ცემა-ტყეპაზე - ხელი როგორ მოხვდა, რა ფორმით მოხდა, რა სიძლიერით მოხვდა, ამის ზომვა როგორ უნდა დავიწყოთ?
ოლიგარქის ვაჟს ცოტნე ივანიშვილს ოცნების ახალგაზრდული ორგანიზაცია აბარია და ამბობს რომ პოლიტიკაში ჩართვის ინტერესი არ აქვს
|
რედაქტორის რჩევით
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
ომი უკრაინაში
რუსეთმა და უკრაინამ მშვიდობიანი მოქალაქეები გაცვალეს
ზელენსკიმ დაამტკიცა SBU-ს 40-დღიანი ოპერაცია, რათა რუსეთი ომის დასრულება აიძულოს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)