12:14 - 18 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-05-10 15:38:39, 1543 ნახვა

პოლიტიკა
ნინო გვენეტაძემ უზენაესი სასამართლოდან წასვლის მიზეზი პირველად განმარტა

ნინო გვენეტაძემ უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის თანამდებობიდან წასვლის შემდეგ პირველი კომენტარი გააკეთა. 

როგორც გვენეტაძემ "ქრონიკასთან" ინტერვიუში აღნიშნა, მან თანამდებობა ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო დატოვა. 

"დატვირთულმა მუშაობამ ჩემი სურვილის საწინააღმდეგოდ ჩემს ჯანმრთელობაზე იქონია სერიოზული გავლენა, რასაც დასჭირდა რეაბილიტაცია", - აღნიშნა გვენეტაძემ. 

გვენეტაძეს უკვირს, რომ ოპოზიცია მისი „გაუჩინარების“ გარემოებაზე მიუთითებს.

„პოლიტიკურ განცხადებებთან დაკავშირებით კომენტარს ვერ გავაკეთებ. კანდიდატები მაშინ წარდგნენ იუსტიციის საბჭოდან, როცა მე უკვე უზენაეს სასამართლოში აღარ ვიყავი.

სია შეიქმნება ახალი კანონმდებლობის შესაბამისად და განიხილება როგორც იუსტიციის უმაღლესი საბჭოს სხდომაზე, ისე პარლამენტის მიერ, ამიტომ ამ ორ უწყებას მაღალი პასუხისმგებლობა აქვს. მე წარმატებას ვუსურვებ ქართულ მართლმსაჯულებას. მინდა რომ ყველაფერი იყოს ისე, როგორც ადამიანის უფლებების დაცვისა და ობიექტური მართლმსაჯულების განხორიცელებისთვის არის საჭირო და ვიმედოვნებ, ასეც იქნება სამომავალოდ”, - განაცხადა გვენეტაძემ.

 





ავტორი: ლუკა ცარციძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2019 წლიდან


სოციალური ქსელები
ქვრივიშვილი ჩინეთთან საქართველოს მჭიდრო სავაჭრო ურთიერთობებს ადიდებს
ქუთაისში, ჭავჭავაძის გამზირზე სავაჭრო ჯიხურები დაიწვა
ირანმა კვლავ შეუტია ქუვეითსა და საუდის არაბეთს
უნგრეთმა უკრაინის ევროკავშირში გაწევრიანების შესახებ მოლაპარაკებების პროგრესი დაბლოკა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics