2019-05-08 16:21:44, 1296 ნახვა
რეგიონი
აჭარაში 12 ეკომიგრანტ ოჯახს საცხოვრებელი ფართები დაურეგისტრირდა
„ეკომიგრანტი ოჯახების საცხოვრებლით უზრუნველყოფის“ 2019 წლის პროგრამის ფარგლებში, 12 ეკომიგრანტ ოჯახს საცხოვრებელი ფართები დაურეგისტრირდა.
რეგისტრაციის პროცედურა იუსტიციის სახლში გაიმართა. პროცესს აჭარის ა/რ ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი ზაალ მიქელაძე და აჭარის ა/რ უმაღლესი საბჭოს ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ნუგზარ სურმანიძე დაესწრნენ.
მიმდინარე წელს პროგრამით უკვე ისარგებლა 20-მა ეკომიგრანტმა ოჯახმა.
პროგრამის ბიუჯეტი 3 000 000 ლარს შეადგენს. პროგრამით გათვალისწინებულია ჯამში 117 სახლის ან ბინის შეძენა.
პროგრამა თანადაფინანსებით ხორციელდება და თითოეულ ოჯახზე გათვალისწინებულია 25 000 ლარი.
„ეკომიგრანტი ოჯახების საცხოვრებლით უზრუნველყოფის“ პროგრამა 2016 წელს ამოქმედდა, მას შემდეგ უსაფრთხო საცხოვრისი 345-მა ოჯახმა შეიძინა.
(NS)
ავტორი: ექსპრესნიუსი,