|
2019-05-06 11:28:34, 1101 ნახვა
რეგიონი
ბათუმში ევროპული სტანდარტების სტუდენტთა საცხოვრებელი გაიხსნა
დღეს ბათუმის შოთა რუსთველის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტური საცხოვრებელი გაიხსნა. გახსნის ცერემონიაზე აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ შეკრებილ სტუმრებს სიტყვით მიმართა და აღნიშნა, რომ ქვეყნის და რეგიონის უკეთესი მომავალი განათლებულ ახალგაზრდებზე დგას. ,,დღევანდელი დღე კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ ქვეყანაში განათლებასა და ახალგაზრდობას სახელმწიფოს მხრიდან განსაკუთრებული მხარდაჭერა და ხელშეწყობა აქვს. ჩვენი საქმე, ოპონენტებისგან განსხვავებით, არის შენება, განვითარება და არა - ნგრევა. ინფრასტრუქტურა, რომელიც დღეიდან თითოეული სტუდენტის განკარგულებაში იქნება, მისცემს მომავალ თაობას იცხოვრონ, ისწავლონ და იმუშაონ უკეთეს გარემოში. ეროვნული იდეა, რაც გულისხმობს, ქვეყნის ბიუჯეტის მეოთხედის გადანაწილებას განათლების სექტორზე, არის მართლაც უპრეცედენტო, რომელიც დაგვეხმარება, რომ შევქმნათ ქვეყნის უკეთესი მომავალი. ბათუმში ძალიან მალე დავიწყებთ განათლების ქალაქის მშენებლობას, რაც კიდევ ერთხელ მიუთითებს იმაზე, რომ ჩვენი მთავარი ხაზი არის აღმშენებლობა და თითოეული ჩვენი მოქალაქის უკეთესი ხვალინდელი დღე, ჩვენ არ ვაშენებთ ცალკეულ ობიექტებს, ჩვენ ვაშენებთ ქალაქებში ქალაქებს", - განაცხადა თორნიკე რიჟვაძემ. 200 სტუდენტზე გათვლილი სტუდენტური საცხოვრებელი სრულად შეესაბამება თანამედროვე სტანდარტებს. შენობა 2 სტუდენტზე გათვლილი ბლოკური პრინციპის კონსტრუქციით არის აგებული და უზრუნველყოფილია დამოუკიდებელი სველი წერტილითა და სამზარეულოთი. სტუდენტურ საცხოვრებელში განთავსებულია საკონფერენციო დარბაზი, თავისუფალი სივრცეები, ბიბლიოთეკა, ლიფტი, დაცვის ოთახი, სამრეცხაო, საშრობი და ა.შ. სპეციალური საჭიროების პირთათვის გათვალისწინებულია ადაპტირებული ბლოკები. მშენებლობისათვის უნივერსიტეტის და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ბიუჯეტიდან 2 მილიონ 359 ათასი ლარი დაიხარჯა. გახსნის ცერემონიას აჭარის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე, ქალაქ ბათუმის მერი, მთავრობის წევრები, უნივერსიტეტის რექტორი, პროფესორ მასწავლებლები და სტუდენტები ესწრებოდნენ.
(NS)
მოსკოვის ნავთობგადამამუშავებელი ქარხანა კიდევ უფრო დაზიანდა ერთი კვირის განმავლობაში მეორეჯერ თავდასხმის შედეგად.
დიდმა ბრიტანეთმა, გერმანიამ და ნატოს კიდევ ხუთმა ქვეყანამ უკრაინას ასობით მილიონი დოლარის ღირებულების დრონებისა და რაკეტების ახალი მიწოდება დაჰპირდნენ
ცოლის ინფორმაციით, ბაქოს სააპელაციო სასამართლომ აფგან სადიგოვი პატიმრობაში დატოვა
ურეკში 4 ადამიანი ზღვის დინებამ წაიღო, მაშველებმა 4-ვე გამოიყვანეს, თუმცა 1 დაიღუპა
|
რედაქტორის რჩევით
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
რატომ ასამარებს ივანიშვილის რეჟიმი საქართველოს განათლების მყიფე რეპუტაციას, ბარიერები უცხოელი სტუდენტებისთვის
ომი უკრაინაში
ტრამპმა შეაქო უკრაინის შეიარაღებული ძალების სამხედრო ტექნიკა და თქვა, რომ ისინი „საკმაოდ კარგად უძლებენ“
კიევში მასშტაბური თავდასხმა: ოთხი ადამიანი დაიღუპა, 25 კი დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ივანიშვილის პარლამენტში თავისუფალი და კრიტიკული მედიის და ჟურნალისტების აკრედიტაცია შეუძლებელი ხდება
დღის თემა
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)