16:33 - 17 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-01-22 18:19:49, 1197 ნახვა

პოლიტიკა
საპარლამენტო უმცირესობა პრეზიდენტთან უზენაესი სასამართლოს თავჯდომარის კანდიდატზე კონსულტაციებს მართავს

საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი უზენაესი სასამართლოს თავჯდომარის შერჩევის საკითხზე საპარლამენტო უმცირესობის წარმომადგენლებს ხვდება.
როგორც შეხვედრის დაწყებამდე საპარლამენტო უმცირესობის წევრმა  დავით ბაქრაძემ ჟურნალისტებს განუცხადა, უზენაესი სასამართლოს თავჯდომარე პოლიტიკურად ნეიტრალური და თავისი საქმის პროფესიონალი უნდა იყოს.
„ჩვენი მთავარი ამოცანაა, ვისაუბროთ კრიტერიუმებზე, თუ როგორი ადამიანი სჭირდება საქართველოს უზენაესი სასამართლოს თავჯდომარედ. მიგვაჩნია, რომ ორი მთავარი კრიტერიუმი უნდა იყოს დაცული. პირველი, ეს ადამიანი პოლიტიკურად ნეიტრალური უნდა იყოს და ჩვენს საზოგადოებას არ ახსოვდეს პოლიტიკური დაპირისპირების მონაწილედ. მეორე, ამ ადამიანს უნდა ჰქონდეს ძალიან მაღალი კვალიფიკაცია, მათ შორის სასურველია, ის მაღალი კვალიფიკაცია საერთაშორისო პრაქტიკითაც იყოს დადასტურებული. საჭიროა ადამიანი, რომელიც პოლიტიკურ ნეიტრალურობას და პროფესიონალიზმს დააკმაყოფილებს“, – აღნიშნა ბაქრაძემ.
ბაქრაძეს  თქმით, საპარლამენტო უმცირესობას პრეზიდენტთან კონკრეტული შეთავაზებები ექნებათ.
თუმცა, მისივე  განმარტებით, საბოლოო გადაწყვეტილება პრეზიდენტმა უნდა მიიღოს.
„იმედი მაქვს, რომ პრეზიდენტი  ისეთ გადაწყვეტილებას მიიღებს, რომელიც სჭირდება საქართველოს დემოკრატიას, ქართულ სასამართლოს დამოუკიდებელ მომავალს  და არა ისეთს, როგორიც აწყობს უმრავლესობას და რომელიც  უმრავლესობის პოლიტიკური ნების გამტარებელი იქნება“, – განაცხადა ბაქრაძემ.
დეპუტატმა უზენაესი სასამართლოს თავჯდომარის კანდიდატურების დასახელებისგან თავი შეიკავა.
თუმცა,  ბაქრაძემ აღნიშნა, რომ მათ მიერ შეთავაზებული კანდიდატები  არანაირ პოლიტიკურ ბატალიებში გარეული არ ყოფილან.
„კონკრეტული გვარების დასახელებისგან თავს შევიკავებ. მათი სახელი და გვარი არც არაფერს მოგცემთ, ვინაიდან ისინი არიან ადამიანები, რომლებიც არანაირი პოლიტიკურ ბატალიებში გარეული არ ყოფილან“, – აღნიშნა დავით ბაქრაძემ.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
დიუშენის დაავადების მქონე ბავშვების მშობლები: „გადავარჩინოთ ჩვენი შვილები“
მდინარაძე: ტრადიციული ღირებულებები ქართული საზოგადოების მთავარი ორიენტირია
ცოტნე ივანიშვილი აცხადებს, რომ ძალადობას გმობს, თუმცა არ არის იმ პოზიციაში, რომ რაიმე ქმედითი გააკეთოს
საია: საქართველო 17 მაისს ლგბტქი უფლებებთან დაკავშირებული მწვავე დისკუსიებისა და კრიტიკის ფონზე ხვდება
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics