2019-04-22 17:27:56, 1325 ნახვა
რეგიონი
შუახევში სახალხო დღესასწაული „მარეთობა“ გაიმართება
შუახევში 6 მაისს, მუნიციპალიტეტის მერიის მხარდაჭერითა და საზოგადოება ,,მარეთი“-ს ინიციატივით სახალხო დღესასწაული ,,მარეთობა“ გაიმართება.
საორგანიზაციო საკითხებთან დაკავშირებით დღეს, შუახევის მერმა ფრიდონ ფუტკარაძემ სამუშაო შეხვედრა გამართა საზოგადოება ,,მარეთი“-ს წარმომადგენლებთან.

როგორც შეხვედრაზე აღინიშნა,სახალხო დღესასწაულზე კულტურულ და სპორტულ ღონისძიებებთან ერთად მოეწყობა მარეთის ხეობისათვის დამახასიათებელი ეთნოგრაფიული ნიმუშების, ტრადიციული კერძების გამოფენა, წარმოდგენილი იქნება ფოლკლორი. დღესასწაულზე აირჩევენ საპატიო მარეთლებს, დაჯილდოვდებიან ასევე სხვადასხვა ნომინაციაში გამარჯვებულები.
სახალხო დღესასწაული ,,მარეთობა", რომელიც ბოლო ორი წელია არ ჩატარებულა, წელს მასშტაბურად აღინიშნება და მიზნად ისახავს, მარეთის ხეობისათვის დამახასიათებელი ტრადიციების შენარჩუნებას.
(NS)
ავტორი: ექსპრესნიუსი,