|
2015-06-25 11:41:39, 1085 ნახვა
სამხედრო
ნატო-ს ევროპული ძალების უმაღლესი მთავარსარდლის მოადგილე გენერალ სერ ადრიან ბრედშოუ საქართველოში იმყოფება
საქართველოში ვიზიტით ნატოს ევროპული ძალების უმაღლესი მთავარსარდლის მოადგილე იმყოფება. თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, გენერალ სერ ადრიან ბრედშოუს საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსი, გენერალ-მაიორი ვახტანგ კაპანაძე მასპინძლობს. უწყების ცნობით, შეხვედრაზე გენერლებმა ნატო-საქართველოს თანამშრომლობის საკითხები განიხილეს. საუბარი შეეხო პარტნიორობის მნიშვნელობას. განსაკუთრებული ყურადღება გამახვილდა სამხედრო განათლების მიმართულებით ურთიერთობის გაღრმავებასა და ერთობლივი სწავლებების ინტენსიურად ჩატარებაზე. ერთ-ერთი მთავარი თემა ნატოს ეგიდით მიმდინარე საერთაშორისო მისიებში საქართველოს კონტრიბუცია იყო. საუბარი შეეხო ქართული ასეულის ნატოს სწრაფი რეაგირების ძალებში ჩართვასაც. გენერალმა ბრედშოუმ ქართულ მხარეს ISAF-ისა და „გადამწყვეტი მხარდაჭერის“ მისიებში მონაწილეობისთვის მადლობა გადაუხადა. შეხვედრაზე გენერალური შტაბის J-2 დაზვერვის, J-3 ოპერატიული დაგეგმვისა და J-5/9 სტრატეგიული დაგეგმვის, სამხედრო პოლიტიკისა და სამხედრო თანამშრომლობის დეპარტამენტების უფროსებმა გენერალ ბრედშოუს პრეზენტაციები წარუდგინეს. დღესვე, ნატოს ევროპული ძალების უმაღლესი მთავარსარდლის მოადგილე ეროვნულ სასწავლო ცენტრ „კრწანისს“ ესტუმრება. გენერალი ბრედშოუ საქართველოს შეიარაღებული ძალების I ქვეითი ბრიგადის მე-12 ბატალიონის „ალფა“ ასეულის სამხედრო მოსამსახურეებს შეხვდება და სიტყვით მიმართავს.
|
რედაქტორის რჩევით
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
ომი უკრაინაში
პუტინის რეჟიმმა სუმს დაარტყა გარდაიცვალა 4 ადამიანი მათ შორის ბავშვი, დაიჭრნენ ბავშვები
კიევზე რუსული ავიაციის მიერ განხორციელებული იერიშის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 30-მდე გაიზარდა, დაიჭრა 90
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)