2019-04-15 14:10:12, 1521 ნახვა
რეგიონი
შუახევში დედა ენის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიება გაიმართა
შუახევის კულტურის ცენტრის მცირე დარბაზში დედაენის დღისადმი მიძღვნილი საზეიმო ღონისძიება გაიმართა.
შეხვედრის მონაწილეებს დედა ენის დღე მიულოცეს და ქართული ენის მნიშვნელობის შესახებ ისაუბრეს შუახევის მერმა ფრიდონ ფუტკარაძემ, საკრებულოს თავმჯდომარე გიორგი დავითაძემ, რესურსცენტრის ხელმძღვანელმა ედუარდ გოგრაჭაძემ.

ღონისძიებაში მონაწილეობდნენ მოსწავლე ახალგაზრდობის სახლთან არსებული ქორეოგრაფიული ანსამბლი ,,ოთოლთა“, მოსწავლე ახალგაზრდობის სახლის და სახელოვნებო სკოლის მოსწავლეები, რომლებმაც შეასრულეს ქორეოგრაფიული და მუსიკალური ნომრები, წაიკითხეს დედა ენის დღისადმი მიძღვნილი ლექსები, წარმოადგინეს პრეზენტაცია თმაზე:,, ქართული არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის ძეგლები“.
ღონისძიებას ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები, საზოგადოების წარმომადგენლები და მოსწავლეთა მშობლები ესწრებოდნენ.
(NS)
ავტორი: ექსპრესნიუსი,