20:26 - 16 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-04-10 11:24:43, 1548 ნახვა

პოლიტიკა
საქართველო ევროსაბჭოს ბიუჯეტში საწევრო თანხის შეტანას გეგმავს

საქართველო ევროსაბჭოს ბიუჯეტში საწევრო თანხის ერთჯერადად შეტანას გეგმავს, - ამის შესახებ ამის შესახებ პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა, თამარ ჩუგოშვილმა განაცხადა.

ჩუგოშვილმა პრემიერ-მინისტრის, მამუკა ბახტაძის სტრასბურგში ვიზიტზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ ძირითადი აქცენტები იმ მიღწევებზე გაკეთდება, რასაც ქვეყანამ 20 წლის განმავლობაში მიაღწია.

„აქცენტები იქნება ძირითადად იმ მიღწევებზე, რომელიც საქართველოს ჰქონდა ამ 20 წლის განმავლობაში. ვინაიდან, მისი (პრემიერის) ვიზიტის მიზანი სწორედ ამ 20 წლიანი თარიღის აღნიშვნაა. ასევე იქნება გამოწვევებზე საუბარი, რომელიც პირველ რიგში, არის ოკუპაცია და ოკუპირებულ რეგიონებში ადამიანის უფლებების მდგომარეობა. საქართველო აპირებს მნიშვნელოვან გადაწყვეტილების მიღებას, რომელიც თანხობრივ შენატანს ეხება, ვინაიდან ევროსაბჭოს ბიუჯეტში სერიოზული გამოწვევები აქვს საწევროს გადახდასთან დაკავშირებით“, - აღნიშნა თამარ ჩუგოშვილმა.

 





ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან


სოციალური ქსელები
ირაკლი კობახიძე – საქართველო და თურქმენეთი სტაბილური და სანდო სავაჭრო პარტნიორები არიან
ახალქალაქში, საკუთარ სახლში, მამაკაცის ცხედარი იპოვეს
ვაკის პარკის შადრევნის საქმეზე დაკავებული ლაშა ფურცხვანიძე ციხიდან ვადაზე ადრე გაათავისუფლეს
უკრაინის რადამ ახალ პრემიერ-მინისტრად სერგეი კორეცკი დაამტკიცა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics