23:22 - 29 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-04-01 18:54:47, 1903 ნახვა

სამართალი
სარალიძე: ვეთანხმები ომბუდსმენის დასკვნას, პირობას ვდებ, რომ ცოცხალი ვიქნები თუ არა მ.კ. მაინც მიეცემა პასუხისგებაში

ხორავას ქუჩაზე მოკლული მოზარდის, დავით სარალიძის მამა, ზაზა სარალიძე სახალხო დამცველის ანგარიშს გამოეხმაურა, სადაც აღნიშნულია, რომ  ხორავას ქუჩაზე არასრულწლოვანთა მკვლელობის ფაქტზე გამოძიება სხვადასხვა მიმართულებით არაეფექტიანი იყო და გამოვლინდა მრავალი ხარვეზი.

ზაზა სარალიძე დარწმუნებულია, რომ პროკურატურა ომბუდსმენის ანგარიშზე რეაგირებას არ მოახდენს, როგორც ეს მოხდა საგამოძიებო კომისიის დასკვნის შემთხვევაში.

„აბსოლუტურად ვეთანხმები სახალხო დამცველის ამ დასკვნას. მაგრამ ფაქტია, რომ არ გაითვალისწინებენ არც ამ დასკვნას იქიდან გამომდინარე, რომ საპარლამენტო კომისიამ საკმარისზე მეტად გამოამჟღავნა ის დარღვევები,. რა დარღვევებიც მიმდინარეობდა გამოძიების ეტაპზე და ვის აფარებდა ხელს პროკურატურა და რატომ ცდილობდა ამ საქმის გაყალბებას. ერთადერთ მაგალითს მოგიყვანთ დღევანდელი საქმის მასალების გაცნობიდან. არ არის ჩხრეკა ჩატარებული მიხეილ კალანდიას სახლში სადაც იმალებოდა გ.ჯ და არ არის იმ სახლშიც ჩატარებული ჩხრეკა სადაც შემდეგ გადაიმალნენ. ეს ერთადერთო ფაქტი საკმარისია იმისთვის რომ მთელი გამოძიება ფაქტიურად არ არის ჩატარებული სრულყოფილად. შეგნებულად, ეს არის პირდაპირ, პროკურატურის დავალებით, რომ არ უნდა გაჩხრეკილიყო მიხეილ კალანდიას სახლი. სადაც იმალებოდა მკვლელი, დღეს უკვე  ბრალდებული გ.ჯ. მაქსიმალურად მიიყვანს პროკურატურა იქამდე რომ შეტენონ გ.ბ.-ს ჩემი შვილის მკვლელობა და მიხეილ კალანდია გამოიყვანონ  მამა აბრამის ბატკანი. სარალიძე გიჟია ამათი აზრით? ვაი, ამათ პატრონს. გონს მოეგონ! ვაფრთხილებ მე ამათ. თუ არა და კონკრეტულ ნაბიჯებს მართლა ელოდონ სარალიძისგან. მე ცოცხალი ვიქნები თუ არა კალანდია მაინც მიეცემა პასუხისგებაში. ამის პირობას მე ვდებ“, - აღნიშნა ზაზა სარალიძემ.





ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან


სოციალური ქსელები
აზერბაიჯანელმა პოლიტპატიმრებმა ფონ დერ ლაიენს ბაქოში ვიზიტის დროს ადამიანის უფლებების საკითხების წამოჭრისკენ მოუწოდეს
რუსეთის ელიტა ომის ესკალაციისთვის ემზადება უკრაინის მიერ რუსეთის სიღრმეში თავდასხმების შემდეგ - The Washington Post
ცოტნე ივანიშვილი პარლამენტში ცემა-ტყეპაზე - ხელი როგორ მოხვდა, რა ფორმით მოხდა, რა სიძლიერით მოხვდა, ამის ზომვა როგორ უნდა დავიწყოთ?
ოლიგარქის ვაჟს ცოტნე ივანიშვილს ოცნების ახალგაზრდული ორგანიზაცია აბარია და ამბობს რომ პოლიტიკაში ჩართვის ინტერესი არ აქვს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics