17:50 - 16 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-04-01 13:34:54, 1470 ნახვა

პოლიტიკა
ქობულია საბანკო რეგულაციებზე: ვთვლით, რომ ეს პრინციპულად სწორია, ვექტორს არ შევცვლით

ვთვლით, რომ ეს პრინციპულად სწორია, ძირითად მიმართულებას და ვექტორს არ შევცვლით, - ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა, გიორგი ქობულიამ  საბანკო რეგულაციების შესაძლო შერბილების საკითხზე საუბრისას განაცხადა.

გიორგი ქობულიას განცხადებით, აღნიშნული გადაწყვეტილება დაბალშემოსავლიან  მოსახლეობას გაუაზრებელი კრედიტებისგან დაიცავს.

„ჩვენ, როგორც მიმართულებას და ვექტორს არ შევცვლით, იმას, რაც გაკეთებულია და ჩვენ ვთვლით, რომ ეს პრინციპულად სწორია. ეს არის სწორი იმისთვის, რომ ჩვენ დავიცვათ ჩვენი მოსახლეობის განსაკუთრებით დაბალ შემოსავლიანი შრეები გაუაზრებელი კრედიტისგან, მაგრამ აი, ამ მიმართულებების შიგნით რა თქმა უნდა, ჩვენ გავდივართ კონსულტაციებს რეგულარულად, როგორც კერძო სექტორთან, ასევე ბანკებთან. განვიხილავთ, ასე ვთქვათ, იმ მცირე დარეგულირებების საშუალებებს, რაც მოგვცემს უფრო ოპტიმალურ შედეგს ამ საბანკო რეგულაციების“, - აღნიშნა ეკონომიკის მინისტრმა.





ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან


სოციალური ქსელები
ვაკის პარკის შადრევნის საქმეზე დაკავებული ლაშა ფურცხვანიძე ციხიდან ვადაზე ადრე გაათავისუფლეს
უკრაინის რადამ ახალ პრემიერ-მინისტრად სერგეი კორეცკი დაამტკიცა
ComCom ფორმულას ტერმინების გამო კანონის დარღვევას უკვე მესამედ ედავება
მარია ზახაროვა - საქართველოს დამოუკიდებლობა დასავლეთისთვის ყელში გაჩხერილი ძვალი გახდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics