|
2019-03-30 11:08:53, 1504 ნახვა
პოლიტიკა
ძიძიგური: ბედნიერი ვარ, რომ ზვიად გამსახურდიას სახლ-მუზეუმის გაკეთების ამბავში ბიძინა ივანიშვილი ჩაერთო
„დღეს ვარ ბედნიერი და გახარებული, რომ ზვიად გამსახურდიას სახლ-მუზეუმის გაკეთების ამბავში ბიძინა ივანიშვილი ჩაერთო“,- განაცხადა პარლამენტის ვიცე-სპიკერმა ზვიად ძიძიგურმა პირველი არხის თოქშოუში „აქტუალური თემა". მისი თქმით, ბიძინა ივანიშვილმა, რომელსაც 3 მილიარდიანი ქველმოქმედება აქვს საქართველოში გაწეული, დღეს რა ქველმოქმედებაც გააკეთა, ძალიან კარგი ჟესტია მთელი საქართველოს გასაგონად, როგორც ზვიადისტისთვის ისე არაზვიადისტისთვის. „დღეს ხიბულაში ბიძინა ივანიშვილი იყო ჩასული და თქვა - ჩათვალეთ, ზვიადი გიკეთებთო, რასაც დაპირდა, მუზეუმის გაკეთებას, ეკლესიის აშენებას , პარკის გაკეთებას, საბავშვო ბაღს და ა.შ. ისევ ზვიადი გიკეთებთო იმ ქვეყნიდან. ძალიან მიხარია, ზვიადისტების მიმართ გაგზავნილი ძალიან კარგი მესიჯია. ბიძინა ივანიშვილმა, რომელსაც 3 მილიარდიანი ქველმოქმედება აქვს საქართველოში გაწეული, გარწმუნებთ, რომ დღეს რა ქველმოქმედებაც გააკეთა ძალიან კარგი და მაგარი ჟესტია მთელი საქართველოს გასაგონად, ზვიადისტისთვის, არაზვიადისტისთვის. ვისურვებდი, რომ ძალიან ბევრი ასეთი კეთილი ჟესტი გვენახოს საქართველოში ვისაც ამის გაკეთება შეუძლია" - განაცხადა ზვიად ძიძიგურმა. პარლამენტის ვიცე-სპიკერმა აქვე გაიხსენა, რომ ხიბულაში სახლი ზვიადისტებმა 5 000 ლარად გამოისყიდეს. „ეს არ იყო ბიზნესმენების ჯგუფი , ფული იდეურმა ზვიადისტებმა შეაგროვეს და გამოისყიდეს ეს შენობა. მაშინ ამაში კონსერვატორებმაც მივიღეთ მონაწილეობა“, - განაცხადა ზვიად ძიძიგურმა.
(NS)
ვაკის პარკის შადრევნის საქმეზე დაკავებული ლაშა ფურცხვანიძე ციხიდან ვადაზე ადრე გაათავისუფლეს
უკრაინის რადამ ახალ პრემიერ-მინისტრად სერგეი კორეცკი დაამტკიცა
ComCom ფორმულას ტერმინების გამო კანონის დარღვევას უკვე მესამედ ედავება
მარია ზახაროვა - საქართველოს დამოუკიდებლობა დასავლეთისთვის ყელში გაჩხერილი ძვალი გახდა
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
უკრაინამ სარატოვის ოლქში სამხედრო აეროდრომს შეუტია
რუსეთმა კიევს დრონებით შეუტია – დაიღუპა 2, დაშავდა 5 ადამიანი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
მთავარი თემა
|


ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)