17:28 - 16 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-03-29 15:24:52, 1522 ნახვა

პოლიტიკა
„ადამიანის უფლებები არ იცი, ზრდილობა მაინც ისწავლე“ - ხოშტარია და კილაძე ერთმანეთს სიტყვიერად დაუპირისპირდნენ

ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის სხდომაზე, სადაც სოციალური მუშაკების პრობლემის განხილვა მიმდინარეობდა, კომიტეტის თავმჯდომარეს სოფიო კილაძე და „ევროპული საქართველოს“ წევრი ელენე ხოშტარია ერთამენთს სიტყვიერად დაუპირისპირდნენ.

ელენე ხოშტარიას გაღიზიანება მოჰყვა სოფიო კილაძის რეპლიკას, რომელმაც კოლეგას მიმართა დემაგოგიური განცხადებები შეეწყვიტა.

„წესიერად ილაპარაკე, ძალიან ბევრს გითმენს ყველა. ადამიანი არ იცი, ადამიანის უფლებები არ იცი, ზრდილობა არ იცი – ადამიანის უფლებები რომ არ გესმის, ზრდილობა მაინც ისწავლე”, - მიმართა ხოშტარიამ კილაძეს.

კილაძემ კი საპასუხოდ აღნიშნა, რომ დემაგოგობა ელენე ხოსტარიას ჩვეული სტილია.

„თქვენი პოლიტიკური ძალა არავითარ შეღავათებს არ გულისხმობდა სოციალური მუშაკებისთვის. დემაგოგობა შენი ჩვეული სტილია. ნუ გადაგყავს საკითხი პოლიტიკურ ჭრილში. ადამიანის უფლებებზე „ნაციოალური მოძრაობა“ რომ გველაპარაკება არის სირცხვილი“, - განაცხადა კილაძემ.





ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან


სოციალური ქსელები
ვაკის პარკის შადრევნის საქმეზე დაკავებული ლაშა ფურცხვანიძე ციხიდან ვადაზე ადრე გაათავისუფლეს
უკრაინის რადამ ახალ პრემიერ-მინისტრად სერგეი კორეცკი დაამტკიცა
ComCom ფორმულას ტერმინების გამო კანონის დარღვევას უკვე მესამედ ედავება
მარია ზახაროვა - საქართველოს დამოუკიდებლობა დასავლეთისთვის ყელში გაჩხერილი ძვალი გახდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics