22:21 - 29 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-03-28 14:27:01, 1570 ნახვა

სამართალი
შსს-მ ეკონომიკის მინისტრის აგარაკის ქურდობის ფაქტი გახსნა - დაკავებულია 1 პირი

შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ძველი თბილისის სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების, შედეგად, ქურდობის ბრალდებით, 1990 წელს დაბადებული, პირობითი მსჯავრის ქვეშ მყოფი მ.უ. დააკავეს.

უწყების ინფორმაციით, დანაშაული 4-დან 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

„გამოძიებით დადგინდა, რომ დაკავებულმა მიმდინარე წლის 16 მარტს დაბა წყნეთში მდებარე, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის გიორგი ქობულიას აგარაკზე უკანონოდ შეაღწია, საიდანაც სხვადასხვა ნივთი მოიპარა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. სამართალდამცველებმა მ.უ. მომხდარიდან მალევე თბილისში დააკავეს. პოლიციამ  ნაქურდალი ნივთების ნაწილი ნივთმტკიცებად ამოიღო.

გამოძიება ქურდობის ფაქტზე, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და მე-3 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით მიმდინარეობს“, - ნათქვამია შსს განცხადებაში.

 

 

 

 





ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან


სოციალური ქსელები
ოლიგარქის ვაჟს ცოტნე ივანიშვილს ოცნების ახალგაზრდული ორგანიზაცია აბარია და ამბობს რომ პოლიტიკაში ჩართვის ინტერესი არ აქვს
ელენე ხოშტარიას უახლოეს დღეებში დამატებითი კვლევების ჩატარების მიზნით, სამოქალაქო სექტორის კლინიკა „ვივამედში" გადაიყვანენ
ტოკაევმა კობახიძე ყაზახეთის რესპუბლიკის პირველი ხარისხის „მეგობრობის" საპატიო ორდენით დააჯილდოვა
ორბანის გადადგომის შემდეგ უნგრეთმა რუსეთის მოქალაქეებზე ვიზების გაცემა შეაჩერა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics