17:28 - 15 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-06-22 17:57:49, 636 ნახვა

საზოგადოება
თინა ხიდაშელი არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლებს შეხვდა

საქართველოს თავდაცვის მინისტრის თინათინ ხიდაშელის  არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებთან შეხვედრა დასრულდა.

მინისტრთან ერთად, სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლებს გენერალური შტაბის უფროსი, გენერალ-მაიორი ვახტანგ კაპანაძე, თავდაცვის მინისტრის მოადგილეები - დავით ებრალიძე, ბესიკ ლოლაძე და სტრუქტურული ერთეულების ხელმძღვანელი პირები შეხვდნენ.

შეხვედრას საერთაშორისო, განათლების, ფსიქოლოგია-რეაბილიტაციისა და გამჭვირვალობა - კარგი მმართველობის მიმართულებით მომუშავე არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები დაესწრნენ.

თავდაცვის მინისტრმა და გენერალური შტაბის უფროსმა არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებს სტიქიის ზონაში სალიკვიდაციო სამუშაოებში შეიარაღებული ძალების ქვედანაყოფების ჩართულობის, განხორციელებული და მიმდინარე აქტივობების შესახებ ანგარიში ჩააბარეს.

სამოქალაქო სექტორთან შეხვედრა, რომელიც 3 საათს მიმდინარეობდა კითხვა-პასუხის რეჟიმში გაგრძელდა. თავდაცვის მინისტრმა არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლების კითხვებს უპასუხა.

შეხვედრის დასრულების შემდეგ, თავდაცვის მინისტრმა და გენერალური შტაბის უფროსმა სამოქალაქო სექტორისა და მედიის წარმომადგენლებს „ჯარისკაცის ულუფაზე“ IV მექანიზირებული ბრიგადის სასადილოში უმასპინძლეს.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
Amnesty International - საქართველოში სამოქალაქო თავისუფლებები შემცირდა
საქართველოში ნებართვის გარეშე VI საუკუნის ეკლესია დაანგრიეს - ოცნების რეჟიმი არ რეაგირებს
UFC-ის ხელმძღვანელი: თოფურიამ თვალის სერიოზული ტრავმა მიიღო
კობახიძე მიესალმება აშშ-ირანის სამშვიდობო შეთანხმებას
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics