18:13 - 18 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-03-26 20:09:18, 1531 ნახვა

რეგიონი
შუახევის მერიაში სამუშაო თათბირი გაიმართა

დღეს, შუახევის მუნიციპალიტეტის მერიაში, მერის ფრიდონ ფუტკარაძის ხელმძღვანელობით სამუშაო თათბირი გაიმართა.

მუნიციპალიტეტის მერმა, მერის სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელ პირებთან, მათ თანაშემწეებთან, სამსახურის უფროსებთან გასული კვირის განმავლობაში გაწეული სამუშაოები შეაჯამა, სამომავლო აქტივობების შესახებ იმსჯელა და მერის წარმომადგენლებისგან სოფლებში ადგილობრივი მოსახლეობის წინაშე ამ ეტაპზე არსებული პრობლემები მოისმინა.

თათბირზე ყურადღება გამახვილდა ,,სოფლის მხარდაჭერის პროგრამის“ ფარგლებში გამართულ კრებებზე, რომელიც მერიის ორგანიზებითა და მოსახლეობის აქტიური ჩართულობით მუნიციპალიტეტის 67 სოფელში მცირე ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელების მიზნით ჩატარდა.

 თათბირზე ასევე, დღის წესრიგით გათვალისწინებულ სხვა საკითხებზეც იმსჯელეს. მათ შორის: მერის თათბირის საოქმო დავალებების შესრულების მდგომარეობის შესახებ და მოსმენილი იქნა სახანძრო- სამაშველო სამსახურის წარმომადგენლის მიერ ინფორმაცია სახანძრო უსაფრთხოების ღონისძიებათა შესახებ.

 თათბირის მუშაობაში მონაწილეობდნენ მერის მოადგილეები ომარ ტაკიძე და რუსუდან შავაძე.

 

 

(NS)





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ნინო ლომჯარია TV იმედს სასამართლოში უჩივის
ზურაბიშვილი: ელენე ხოშტარიას, სასწრაფო სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი სამედიცინო დახმარება სჭირდება
ბოკუჩავა: რა თქმა უნდა, ვრჩები ნაციონალურ მოძრაობაში, ვიბრძოლებ ბოლომდე!
გვარამიას თქმით, მოსამართლემ არ დააკმაყოფილა ხოშტარიას მდგომარეობის შესწავლის შუამდგომლობა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics