23:32 - 16 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-03-21 15:28:59, 1955 ნახვა

ეკონომიკა
2018 წელს მთლიანი შიდა პროდუქტის მოცულობამ მიმდინარე ფასებში 41 077.5 მილიონი ლარი შეადგინა

წინასწარი მონაცემებით 2018 წელს მთლიანი შიდა პროდუქტის მოცულობამ მიმდინარე ფასებში 41 077.5 მლნ. ლარი შეადგინა, რაც 8.5 პროცენტით აღემატება წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელს.

მთლიანი შიდა პროდუქტის რეალური ზრდა 2018 წელს წინა წელთან შედარებით 4.7 პროცენტით, ხოლო დეფლატორის პროცენტული ცვლილება 3.6 პროცენტით განისაზღვრა.

მთლიანი შიდა პროდუქტის დარგობრივ სტრუქტურაში ყველაზე დიდი წილით გამოირჩევა ვაჭრობა (17.0 პროცენტი) და მრეწველობა (17.0 პროცენტი). შემდგომ პოზიციებს იკავებს ტრანსპორტი და კავშირგაბმულობა (10.2 პროცენტი), მშენებლობა (9.3 პროცენტი), სახელმწიფო მმართველობა (8.2 პროცენტი), სოფლის მეურნეობა, მეთევზეობა (7.7 პროცენტი), ოპერაციები უძრავი ქონებით, იჯარა და მომხმარებლისათვის მომსახურების გაწევა (7.4 პროცენტი), ჯანმრთელობის დაცვა და სოციალური დახმარება (5.8 პროცენტი).

ზრდა დაფიქსირდა შემდეგ დარგებში: საფინანსო საქმიანობა (13.5 პროცენტი), კომუნალური, სოციალური და პერსონალური მომსახურების გაწევა (13.2 პროცენტი), ოპერაციები უძრავი ქონებით, იჯარა და მომხმარებლისათვის მომსახურების გაწევა (12.1 პროცენტი), სასტუმროები და რესტორნები (9.7 პროცენტი), ტრანსპორტი (9.4 პროცენტი), სამთომოპოვებითი მრეწველობა (7.6 პროცენტი), ჯანმრთელობის დაცვა და სოციალური დახმარება (6.2 პროცენტი), ვაჭრობა; ავტომობილების, საყოფაცხოვრებო ნაწარმისა და პირადი მოხმარების საგნების რემონტი (5.9 პროცენტი), კავშირგაბმულობა (5.8 პროცენტი). კლება აღინიშნა მშენებლობის სექტორში (-3.1 პროცენტი). 


 





ავტორი: ლუკა ცარციძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2019 წლიდან


სოციალური ქსელები
უკრაინაში თავდაცვის მინისტრ ფედოროვის გადადგომის გამო საპროტესტო აქციები მიმდინარეობს
ზელენსკიმ ახსნა, თუ რატომ გადაწყვიტა ფედოროვის შეცვლა: პრობლემები არსებობს და ერთიანობა არ არსებობს
მიხეილ სააკაშვილი: რიყის თეატრი თქვენი მემკვიდრეობაა, რომელსაც ახლა ხალხს ართმევენ
გეგელია: კრემლი ღიად აქებს „ოცნების“ მთავრობას მეასედ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics