13:14 - 16 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-03-19 16:29:16, 1213 ნახვა

პოლიტიკა
მდინარაძე: საგამოძიებო კომპონენტში გამიჯვნა კარგი გადაწყვეტილებაა, რომელსაც ვენეციის კომისიაც ეთანხმება

„საგამოძიებო კომპონენტში გამიჯვნა  ერთ-ერთი კარგი გადაწყვეტილებაა,რასაც  ვენეციის კომისიაც ეთანხმება“, - ასე ეხმაურება ფრაქცია „ქართული ოცნების“ ლიდერი მამუკა მდინარაძე ვენეციის კომისიის შეფასებას საგამოძიებო და საპროკურორო ფუნქციების გამიჯვნის შესახებ რეფორმასთან დაკავშირებით.

მისი თქმით, საგამოძიებო და საპროკურორო კომპონენტების გამიჯვნით ჩვენ უნდა მივიღოთ გაცილებით ქმედითი და პროფესიონალი გამომძიებლები.

„ჩვენ ვიცით, რომ წლების განმავლობაში, „ნაციონალური მოძრაობის“ დროს  გამოძიება  უკან და უკან მიდიოდა, როდესაც ერთი ფურცელი და ერთი მტკიცებულება იყო პირის მსჯავრდებისათვის საკმარისი. მდგომარეობა ცოტა გაუმჯობესებულია, ამ მხრივ პროფესიონალიზმიც გაზრდილია, მაგრამ საგამოძიებო ორგანოებს სჭირდებათ იმგვარი მხარდაჭერა,რომ საგამოძიებო და საპროკურორო კომპონენტების გამიჯვნით ჩვენ მივიღოთ გაცილებით ქმედითი , გაცილებით პროფესიონალი გამომძიებლები“ - განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

ვენეციის კომისია საგამოძიებო და საპროკურორო ფუნქციების გამიჯვნის შესახებ რეფორმას დადებითად აფასებს.  კომისიის შეფასებით, რეფორმის კონცეფცია სრულად შეესაბამება საერთაშორისო სტანდარტებს და არ უქმნის საფრთხეს გამოძიების ეფექტიანობას





ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან


სოციალური ქსელები
CBS: აშშ კუბაში დესანტის გახსნას განიხილავს
ელენე ხოშტარიას თოდუას კლინიკაში კვლევები ჩაუტარდა
სუხიშვილების ღია სცენა თაკარა ახალი პროგრამით ბრუნდება, ღონისძიებების მხარდამჭერია SOLO
SBU-ს ოპერაცია შავ ზღვაში: რუსეთის „ჩრდილოვანი ფლოტის“ ტანკერები „კოზაკ მამაის“ სამიზნე გახდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics