16:51 - 18 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-03-18 13:16:08, 1899 ნახვა

რეგიონი
რიჟვაძე: სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობები აჭარასა და ქვემო სილეზიის სავოევოდოს შორის დინამიურად ვითარდება

აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ ქვემო სილეზიის სავოევოდოს მარშალს ცეზარი ფშიბილსკის და დელეგაციის სხვა წევრებს უმასპინძლა.

შეხვედრაზე მხარეებმა განიხილეს უკვე განხორციელებული ერთობლივი პროექტები და იმსჯელეს რეგიონთაშორისი თანამშრომლობის გაძლიერებაზე სხვადასხვა მიმართულებით. მთავრობის თავმჯდომარემ აღნიშნა, რომ აუცილებელია მხარეების კიდევ უფრო დაახლოება და თანამშრომლობის გაძლიერება ეკონომიკის მიმართულებით.

„დინამიურად ვითარდება ქვეყნებს შორის სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობები.  თუმცა, არსებული პოტენციალი უფრო მეტის შესაძლებლობას იძლევა, რომელიც აუცილებლად უნდა გამოვიყენოთ. სწორედ ამ მიზნით, დღეს ბათუმში კიდევ ერთი ბიზნეს ფორუმი გაიმართება, რაც ხელს შეუწყობს ბიზნეს წრეების დაახლოებას, ახალი თანამშრომლობის ინიცირებას და ქვეყნებს შორის არსებული თანამშრომლობის განვითარებას"- განაცხადა თორნიკე რიჟვაძემ.

მნიშვნელოვანია, რომ საქართველოში 2018 წელს დაფიქსირდა პირდაპირი პოლონური ინვესტიციების ზრდა. ხოლო რეგიონში პოლონური კაპიტალის მონაწილეობით მოქმედებს ექვსი ორგანიზაცია.

აღსანიშნავია, რომ მხარეებს წარმატებული პარტნიორობა აკავშირებთ კულტურის მიმართულებით.  იწყება ახალი ერთობლივი პროექტი - „ქართულ - პოლონური ფილმების დღეები".

ბოლო წლებში ფიქსირდება თანამშრომლობის დინამიური ზრდა ტურიზმის მიმართულებით.  2018 წლის მონაცემებით, პოლონეთი საქართველოს ტურისტული პარტნიორების TOP ათეულში შედის. მარტის დასაწყისში ვროცლავის საერთაშორისო ტურისტულ გამოფენაში წარმოდგენილი იყო აჭარის ტურისტული პოტენციალი. 

შეხვედრას მთავრობის წევრები და ქვემო სილეზიის დელეგაციის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

 

 

(NS)





ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან


სოციალური ქსელები
ზურაბიშვილი: ელენე ხოშტარიას, სასწრაფო სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი სამედიცინო დახმარება სჭირდება
ბოკუჩავა: რა თქმა უნდა, ვრჩები ნაციონალურ მოძრაობაში, ვიბრძოლებ ბოლომდე!
გვარამიას თქმით, მოსამართლემ არ დააკმაყოფილა ხოშტარიას მდგომარეობის შესწავლის შუამდგომლობა
ზელენსკი: თუ უკრაინა იწვის, თქვენი მოსკოვიც დაიწვება - დადგა დრო, დასრულდეს ეს აგრესია
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics