20:26 - 16 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-03-07 14:28:13, 1571 ნახვა

ეკონომიკა
გიორგი ქობულია: ბიზნესთან პირისპირ შეხვედრა ყოველთვის საჭიროდ და სასარგებლოდ მიმაჩნია

 „ყოველთვის საჭიროდ და სასარგებლოდ მიმაჩნია ასეთი ტიპის შეხვედრები ბიზნესთან, რადგან ძალიან მჭირდება, რომ უშუალოდ მათგან მოვისმინო იმ პრობლემების შესახებ, რომლებიც მათ აწუხებთ“,  - განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა გიორგი ქობულიამ საქართველოს დამსაქმებელთა ასოციაციის წევრებთან შეხვედრის შემდეგ.

შესავალ სიტყვაში, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა გიორგი ქობულიამ საქართველოს ეკონომიკაში არსებულ ტენდენციებზე, მიმდინარე და დაგეგმილ რეფორმებზე ისაუბრა. მან განსაკუთრებული ყურადღება გაამახვილა მთავრობის გადაწყვეტილებებზე, რომლებიც მიმართულია ბიზნესის სტიმულირებისა და ექსპორტის ხელშეწყობის კუთხით.

მინისტრის მისალმების შემდეგ, შეხვედრა კითხვა - პასუხის რეჟიმში გაგრძელდა, რომლის დროსაც ასოციაციის წევრებმა მათთვის პრიორიტეტულ საკითხებზე გაამახვილეს ყურადღება. განხილული იყო ისეთი მნიშვნელოვანი საკითხები, როგორიცაა სახელმწიფო შესყიდვებში ადგილობრივი წარმოებების წახალისება, ბიზნესის სტიმულირების პროგრამების სრულყოფა, ექსპორტის ხელშეწყობა და სხვ.

შეხვედრას ასოციაციის 80-მდე წარმომადგენელი დაესწრო. მინისტრთან ერთად, ბიზნესმენთა შეკითხვებს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტის მოადგილეები ეკატერინე მიქაბაძე და გენადი არველაძე პასუხობდნენ. შეხვედრას ასევე დაესწრო ბიზნესომბუდსმენი ირაკლი ლექვინაძე.

 

 

(NS)





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
ირაკლი კობახიძე – საქართველო და თურქმენეთი სტაბილური და სანდო სავაჭრო პარტნიორები არიან
ახალქალაქში, საკუთარ სახლში, მამაკაცის ცხედარი იპოვეს
ვაკის პარკის შადრევნის საქმეზე დაკავებული ლაშა ფურცხვანიძე ციხიდან ვადაზე ადრე გაათავისუფლეს
უკრაინის რადამ ახალ პრემიერ-მინისტრად სერგეი კორეცკი დაამტკიცა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics